რელიგია

უფლის გზაზე

№40

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 15.10, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

განსაცდელზე

განსაცდელში მყოფი კაცი ჰგავს ადამიანს, რომელიც ნავით აღელვებულ ზღვაშია შესული. კაცი თუ ნავში ფეხზე დამდგარი იქნება, დიდი ტალღები ეკვეთება, ნავიდან გადმოაგდებს და ზღვაში დანთქავს; ხოლო თუ კაცი აღმართულ ტალღებს ნავში ჩაუწვება, იგი მას ზევიდან გადაუვლის, თავს ნავში შეინარჩუნებს და გადარჩება.

***

ოდეს განსაცდელი გამრავლდება, მადლი ღვთისაც განმრავლდება. უფალი ბრძანებს: ვინც მიყვარს, იმას ვწვრთნიო

***

ღმერთი არ იძლევა დიდ ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველას იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად, გვეძლევა ღვთის მადლიც.

***

განსაცდელებით უფალს სურს: 1. ადამიანს შესძინოს გამოცდილება. 2. ადამიანი გამოსწორდეს, ესე იგი, იფიქროს, რა მიზეზით მოევლინა ეს განსაცდელი. 3. ადამიანი განიწმინდოს, ესე იგი, აღიაროს და ეცადოს, აღარ გაიმეოროს მსგავსი ცოდვები.

შიშსა და სიკვდილზე

შიში მხოლოდ ერთი უნდა ჰქონდეს ადამიანს – ცოდვების შიში და სხვა არაფრის ეშინოდეს.

***

სიკვდილი არაფერია, როგორც თვალი დახუჭო და გაახილო, ისეა. ნუ გეშინიათ სიკვდილის! იგი დაცემის შემდეგ ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია. გეშინოდეთ ცოდვებისა, რომელიც მტრობაა ღმრთის მიმართ.

***

საცოდავია უნანელი სული შემდგომად სიკვდილისა, რადგან იგი მაშინვე გრძნობს, რომ სასჯელი მოელის.

ჯოჯოხეთზე

სადაც სიყვარული არ არის, იქ ჯოჯოხეთია!

***

ჯოჯოხეთი ღვთისგან განშორებაა. უფალი არ ტოვებს ადამიანს, ადამიანი ტოვებს უფალს. ბოროტება ღმერთს არ შეუქმნია, რადგან ბოროტებას არსი არ გააჩნია, ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა. სატანა ადრე სინათლის მატარებელი იყო, სიკეთით შექმნილი, მაგრამ როცა მოაკლდა ამ სიკეთეს, ბოროტად გარდაისახა.

***

ღმერთს ადამიანისთვის საწამებელი არ გაუჩენია. უკეთური ადამიანისთვის ჯოჯოხეთიც ღვთის წყალობაა. როცა ადამიანი გამწარებულია, ურჩევნია, თავი კედელს ახალოს. კედელი შვებას აძლევს, თუმცა თავიც სტკივა. აქ რასაც კედელი აკეთებს, ასევე ჯოჯოხეთში ცეცხლი აოკებს ადამიანის სულს მეტი ტანჯვისაგან. სხვა შემთხვევაში მოუნანიებელი უკეთური სული რომ უფალთან მოხვდეს, ისევე დაიწვება, როგორც ჭიანჭველა მზესთან მიახლოებისას.

მფრინავ თეფშებზე

არავითარი მფრინავი თეფშები, უცხოპლანეტელები და ეგრეთ წოდებული, ჰუმანოიდები რეალურად არ არსებობს, არამედ ეს ბოროტ სულთა, ეშმაკთა მორიგი დიდი საცთურია.

***

ბოროტის 666 მახედან ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მახეა მსოფლიო მასშტაბით დაგებული. მიზანი მხოლოდ ერთია: ცოდვებით დამძიმებული ბოლო ჟამის კაცობრიობა, ნაცვლად იმისა, რომ შველასა და ნუგეშს ღვთისგან მოელოდეს, მის წინაშე იჩოქებდეს, ცოდვებს ინანიებდეს და შემწეობას ღმერთს შესთხოვდეს, მოჩვენებით უცხოპლანეტელებზე, ეგრეთ წოდებულ ჰუმანოიდებსა და მათგან მიღებულ დახმარებაზე ამყარებდნენ იმედებს.

***

ადამიანებისათვის ყველაზე დიდი მახე ის არის, ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდებიან. ჰგონიათ, უცხოპლანეტელები მოიტანენ ხსნას. სინამდვილეში კი უხილავი ბოროტი ძალები მოვლენ სახეშეცვლილები.

წმიდა მამა გაბრიელის

სწავლებანი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი