რელიგია

პატიებისა და შენდობის შესახებ

№12

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 02.04, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

ისასასტერიიდან პოროსზე კბილის ექიმთან მივიდა ერთი მონაზონი, რომელსაც კვალდაკვალ სხვა პაციენტებიც მიჰყვნენ. ერთი მათგანი შორეული სოფლიდან იყო და შიშობდა, რომ ბოლო ავტობუსს ვეღარ მიუსწრებდა. მაშინ მონაზონმა ის ექიმთან თავისზე წინ შეუშვა, თავად კი უკანასკნელ ტრანსპორტზეც დააგვიანა და ისისასტერიაში ფეხით წავიდა. ამ დროს მამა ეპიფანე, სულიერ შვილებთან ერთად, მანქანით ათენში მიემგზავრებოდა. დანახვისთანავე მან მონაზონი დატუქსა, ქალაქში ასე რომ შეყოვნდა და სანამ დაგვიანებული ძმა თავის გასამართლებლად რაიმეს თქმას მოასწრებდა, მძღოლს გზის გაგრძელება უბრძანა.

მანქანაში ბერთან ერთად იმყოფებოდა მღვდელი, რომელმაც მონაზონის სატელეფონო საუბრიდან იცოდა, რაც მოხდა და ამის შესახებ მამა ეპიფანეს მოუთხრო.

– აი, თურმე, რა? – თქვა მან, – მე კი დავტუქსე. შვილო ჩემო, როგორც კი ათენში ჩავალთ, შემახსენე, დავურეკო და მოვუბოდიშო. გთხოვ, არ დაგავიწყდეს.

– რა მობოდიშება, გერონდა, – შენიშნა ერთმა მგზავრმა, მას უკვე დაავიწყდებოდა ამის შესახებ.

– არა, შვილო ჩემო, ჩემთვის სულაც არ არის ძნელი, ბოდიში მოვიხადო, როდესაც ნამდვილად რაღაც დავაშავე.

და, მართლაც, როგორც კი ათენში ჩავიდნენ, მამა ეპიფანე ემთხვია ჯვარცმას თუ არა, შეხსენებაც ვერ მოასწრეს, დარეკა მონასტერში და იმ მონაზონს პატიება სთხოვა.

***

ერთხელ მამა ეპიფანეს ვთხოვეთ, განემატა სიტყვები წმიდა ზიარების ლოცვებიდან: „დაეგე პირველ მაწუხებელთა შენთა“, რადგან ბუნებრივი და ლოგიკური გვეგონა, რომ უწინარესად შევრიგებოდით მათ, ვინც შევაწუხეთ და არა ჩვენს შემწუხებელთ. მოძღვარმა ისურვა, ცხადეყო ჩვენთვის, თუ რა სარგებელი მოაქვს ამ მცნების შესრულებას და შემდეგი შემთხვევა გვიამბო:

– ერთხელ სამი მღვდელმთავრის სახელობის ტაძარში ლიტურგიას ვატარებდი. მრევლში იყო ერთი ბატონი – ღვთისმეტყველი, ჩემი სულიერი შვილი და შესანიშნავი მგალობელი. ბუნებრივია, იგი ამოვიდა კლიროსში, მაგრამ ტაძრის მუდმივმა მგალობლებმა – ღვთისმოშიშმა მოხუცებმა, რომლებიც მართალია, უვერცხლონი, მაგრამ საკმაოდ საშუალო დონის მომღერლები იყვნენ, მას გალობის ნება თითქმის არ მისცეს.

მე საკურთხეველში ვიყავი, ძალიან აღმაშფოთა მათმა საქციელმა, არადა, როგორ მივახლებოდი ბარძიმს ასე აფორიაქებული?! მაშინ, რათა აღმესრულებინა სიტყვები: „დაეგე პირველ მაწუხებელთა შენთა“ და ამასთან ერთგვარად შეუმჩნევლადაც დამეტუქსა კლიროსის მგალობლები, ზიარების წინ საკურთხეველში მოვიწვიე რეგენტი და შენდობა ვთხოვე მისი „არასტუმართმოყვარეობის“ მიზეზით ჩემ მიერ განცდილი გაღიზიანების გამო.

ამრიგად, უშფოთველად ვეზიარე. რეგენტმაც, თავის მხრივ, შეიგნო შეცდომა და შენდობა ითხოვა.

ღვინისადმი დამოკიდებულება

– ჩვენ თითქმის არასოდეს გვინახავს, რომ მამა ეპიფანეს ღვინო დაელია, – იგონებს ერთი მონაზონი, – მეგონა, რომ ის სასმელს კუჭის დაავადების გამო ერიდება ან არ მოსწონს იგი. მაგრამ როდესაც ამ თემაზე დავილაპარაეთ, მან მითხრა: არა, შვილო ჩემო, ღვინო მე ძალიანაც მიყვარს და მისგან კუჭი სულაც არ მაწუხებს.

– მაშ, რატომ არ სვამთ?

– ვცდილობ, აღვასრულო ის, რაც ანგელოზმა უთხრა სამსონის შესახებ მის მშობლებს: „მახვილი თავსა მისსა ნუ შეეხებინ... და ღვინოსა და თაფლუჭს ნუ სუამნ“ (მსაჯ. 13,5; 14).

არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი