რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№46

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 26.11, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ზოგიერთი ადამიანი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, მაგრამ ეკლესიაში არ დადის. ეს შესაძლებელია?

პასუხი: ეკლესიაში სიარულის გარეშე ადამიანი ვერ იქნება მორწმუნე. ვინც უფლის სახლს გაურბის და მისთვის უცხოა რწმენა და კეთილზნეობა, ასეთი ადამიანის ცხოვრება სავსეა ვნებებით.

კითხვა: რას ნიშნავს „შთაფვლა“ ნათლობის დროს? რისი სიმბოლოა ის?

პასუხი: შთაფვლა ნათლობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. მოსანათლის შთაფვლა ნიშნავს მის სიკვდილს ხორციელი, ცოდვიანი ცხოვრებისთვის და მარადიული, სულიერი ცხოვრებისთვის დაბადებას. შთაფვლის გარდა ნათლობის დროს დასაშვებია მონათვლა სხურებითაც, რაც სიმბოლურად ადამიანისგან ცოდვების დახსნაზე მიგვანიშნებს. სხურებით ნათლობაც წმიდა ნათლისღების ერთ-ერთი უძველესი წესია.

კითხვა: რას ნიშნავს დიკირ-ტრიკირით კურთხევა?

პასუხი: დიკირი ორ შეერთებულ კელაპტარს ეწოდება და სიმბოლურად გამოხატავს იესო ქრისტეს ორ ბუნებას – კაცურსა და ღვთაებრივს, რადგან უფალი ღმერთკაცია. ტრიკირი კი არის სამი შეერთებული კელაპტარი და სიმბოლურად გამოხატავს ყოვლადწმიდა სამებას. დიკირ-ტრიკირით ჯვარის გამოსახვა უფლის მაკურთხებელი მარჯვენის განსახიერებაა.

კითხვა: აუცილებელია თუ არა ეკლესიისთვის შესაწირის გაღება?

პასუხი: ეკლესია მოციქულთა დროიდან შეწირულობით არსებობს. წმიდა პავლე მოციქული ბრძანებს: ჩვენ გაძლევთ სულიერს და უფლება გვაქვს, თქვენგან ხორციელი მივიღოთ. მართლაც, რითი შეიძლება, მადლიერება გამოხატოს ადამიანმა ეკლესიის წინაშე, როდესაც ეკლესია მორწმუნეებს ყველაფერს აძლევს – სიმშვიდეს, სიხარულს, იმედს, ბედნიერებას, მარადიულობის განცდას, აპოვნინებს ღმერთს და აყენებს გადარჩენის გზაზე.

შეწირული და სანთლებიდან შემოსული თანხა ხმარდება ეკლესიების აღმშენებლობას, კეთილმოწყობას, კომუნალურ გადასახადებს, სტიქარისნების, მედავითნეებისა და სხვათა ხელფასებს. შესაწირავი ნებაყოფლობითია, მაგრამ ტრადიციულად იწირება მღვდელმსახურებისას, როგორიცაა ჟამისწირვა, პარაკლისი, პანაშვიდი, ნათლობა, ქორწინება და სხვა.

კითხვა: რა მიზეზით შეიძლება, ადამიანს გაუჩნდეს უკეთური აზრები უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანების მიმართ?

პასუხი: ეცადეთ, არ გაამახვილოთ ყურადღება ასეთ აზრებზე. თუ მათ თქვენ არ ეთანხმებით, ესე იგი, ამ აზრებს ბოროტი ძალა შთაგინერგავთ, რომლის მიზანია, ადამიანს თვით სიწმიდეების მიმართაც კი მკრეხელური აზრები გაუჩინოს, მოაჩვენოს, რომ ბილწია, სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს და ხელი ააღებინოს ეკლესიაში სიარულზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი