რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№18

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 14.05, 2022 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ეკლესიური სწავლებით, როცა ბოროტად გვექცევიან, ჩვენ კაცთმოყვარეობით უნდა მოვეპყროთ და ბოროტს სიკეთე შევაგებოთ, ამიტომ მაინტერესებს, ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება, თუკი მეზობლის მიერ შევიწროებისა და შეურაცხყოფის გამო კანონს მივმართავ?

პასუხი: ეკლესია არ კრძალავს საერთო ხელისუფლების კანონმდებლობისადმი მორჩილებას. თუ ვინმე გაზიანებთ და გავნებთ, მიმართეთ კანონს. მაგრამ სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, მაინც გირჩევთ, გამოიჩინოთ ქრისტიანული კაცთმოყარეობა, რათა თქვენი სინდისის წინაშე მართალი იყოთ. გაესაუბრეთ მას და მისი ოჯახის წევრებს. სცადეთ, დაანახვოთ თქვენი სიმართლე და გაუკეთეთ სიკეთე. ასეთი მოპყრობით ადამიანს ხშირად უნათდება გონება და გრძნობს, რომ შეცდა. ხოლო თუ ამანაც არ გაჭრა, მიმართეთ კანონმდებლობას.

კითხვა: მართალია, რომ მაგები და ჯადოქრები თავიანთ ქმედებებს ეშმაკის დახმარებით ახორციელებენ?

პასუხი: დიახ, მაგები და ჯადოქრები სწორედ ეშმაკის სამსახურში იმყოფებიან და ბოროტი ძალების მიერ მიცემულ დავალებებს ასრულებენ. თავად ბორტი ძალები ეძებენ ადამიანებს, ვინც ამ ბინძურ სამუშაოს შეასრულებს, პოულობენ მათ და ხელსაყრელ პირობებს უქმნიან.

კითხვა: გარდამეცვალა მეუღლე და მხოლოდ ახლა გავიგე, რომ თურმე მღალატობდა და ამ ფაქტმა ჩემზე იმდენად იმოქმედა, რომ მის საფლავზე მისვლაც არ მინდა. ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება?

პასუხი: თქვენი გარდაცვლილი მეუღლის მიწიერი ცოდვები უფლისა და იმ ადამიანის საიდუმლოა. თქვენ ხომ არ იცით, მან სიკვდილის წინ მოინანია თუ არა ეს ცოდვა. ამიტომ თქვენი ვალია, იზრუნოთ ამ ადამიანის სულზე, უნდა გადაუხადოთ პანაშვიდი და მოუაროთ მის საფლავს.

კითხვა: რამდენად მართალია, რომ ქრისტიანი მხოლოდ აღდგომის დღეს კი არა, მისალმების ნაცვლად მის შემდეგაც წარმოთქვამდეს – „ქრისტე აღდგა!“

პასუხი: მართლმორწმუნე ქრისტიანი აღდგომიდან ამაღლებამდე, 40 დღის განმავლობაში, მოყვასთან შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად უნდა წარმოსთქვამდეს: „ქრისტე აღდგა!“ ამათ ის მაცხოვრის აღდგომას ახარებს სხვა მორწმუნე ადამიანს და იღებს პასუხს – „ჭეშმარიტად აღდგა!“

კითხვა: ტაძრებს ხშირად რთავენ ყვავილებით. რაიმე დატვირთვა აქვს თუ ამას მხოლოდ სილამაზის გამო აკეთებენ?

პასუხი: ადამიანი ყვავილის – ამ მშვენიერი ქმნილების, უფლისადმი მიძღვნით, მისდამი სიყვარულსა და სითბოს გამოხატავს. უფლის სახლს ყვავილებით ვმოსავთ იმ მადლიერების გამო, რომ ღმერთმა სიცოცხლითა და მშვენიერი სამყაროთი დაგვასაჩუქრა. ყველაზე მეტი და ნაირფერი ყვავილები ტაძარში სულთმოფენობას მიაქვთ, ამით სიმბოლურად გამოვხატავთ იმ სილამაზეს, რომლითაც სულიწმიდა კაცობრიობას მოეფინა. ამ დღესვე ხდება ყვავილების კურთხევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი