რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№48

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 11.12, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როდიდან იქნა შემოღებული მარხვა და როგორ იცავდნენ მას?

პასუხი: ეკლესიის მამების გადმოცემით, მარხვა ჯერ კიდევ სამოთხეში დაწესდა, როდესაც უფალმა ადამს აღუკვეთა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან ნაყოფის ჭამა. ძველ აღთქმაში მარხვის მრავალი მაგალითია მოყვანილი. მაგალითად, დავითი ფსალმუნებში არაერთხელ აღნიშნავს, რომ ის ხშირად ათანხმებდა ერთმანეთს ლოცვასა და მარხვას და საკუთარ სულს უფლის წინაშე მარხვით იმდაბლებდა. მოსეს დადგინებით, განწმენდის დღე მარხვასთან იყო დაკავშირებული. მაცხოვარმაც, სანამ ის ხალხში ქადაგებას დაიწყებდა, უდაბნოში თავისი ორმოცდღიანი მარხულობით აკურთხა მარხვა. წმიდა მოციქულთა საქმენიც მრავალ მაგალითს გვთავაზობს პირველი ქრისტიანებისგან მარხვის მკაცრად დაცვის შესახებ.

კითხვა: როგორც გავიგე, ეკლესიაში მისულ ადამიანს უფრო ებრძვის ბოროტი ძალა, ვიდრე იმას, ვინც ეკლესიისგან შორს არის. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მორწმუნე უფრო დაუცველია?

პასუხი: ეს მორწმუნის დაუცველობაზე კი არ მიუთითებს, არამედ იმაზე, რომ ბოროტ ძალას არ უნდა, რომ ადამიანს უფალი იცავდეს. ბოროტს იმდენად შურს იმ სიკეთის, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, ყოველ წუთს ცდილობს, კაცი ამ სიკეთისგან განაშოროს და ამიტომაც აცდუნებს. როცა ადამიანი ცოდვაში იფლობა, ბოროტი ძალა მშვიდად არის, მსხვერპლს ჩააგონებს, რომ სწორედ, ასეთი ცხოვრებაა მართებული. სწორედ ამიტომ არის, რომ ხშირად ამქვეყნიურ ვნებებში ჩაფლულები გარშემო მყოფებსაც გულწრფელად ურჩევენ, გამოსცადონ ვნებების სიამოვნება და მათ სჯერათ, რომ ამით არაფერი შავდება. მაგრამ როგორც კი მსხვერპლი მოინდომებს ცოდვებისგან გათავისუფლებას, ბოროტი ძალა უტევს მას. რაც უფრო მეტად დაუდგებით გვერდით უფალს და მიმართავთ ეკლესიას, მით უფრო შესუსტდება ბოროტის ძალა. ის ვერასდროს მოგერევათ, თუ ეკლესიურად გაძლიერდებით.

კითხვა: ადამიანი სუსტი არსებაა და ხშირად ფიქრობს, რომ გამოუვალ სიტუაციაშია. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს ის, რომ სიმშვიდე იპოვოს?

პასუხი: უპირველეს ყოვლისა, ასეთ დროს უნდა დადგეთ ლოცვად და უფალს შესთხოვოთ, გაპოვნინოთ გამოსავალი. მეორეც, უნდა იკითხოთ წმიდა წერილი და წმიდა მამათა წიგნები – ისინი ძალიან ხშირად გვაჩვენებენ გზას, რათა ვიპოვოთ გამოსავალი. ასევე, უნდა თქვათ აღსარება და სთხოვოთ მოძღვარს რჩევა. მორწმუნე ადამიანი უფლის შემწეობის იმედითა და სიმშვიდით ყოველთვის მოძებნის გამოსავალს ნებისმიერი მძიმე სიტუაციიდან.

კითხვა: ყოველთვის უნდა ვუგდოთ თუ არა ყური ჩვენი სინდისის ხმას?

პასუხი: რა თქმა უნდა, სინდისის ხმას ყოველთვის უნდა მოუსმინოთ, რადგან არ არის გამორიცხული, ამ ხმით თქვენი მფარველი ანგელოზი მოგმართავდეთ. თუმცა, აუცილებელია, ეს ხმა მართებულად აღიქვათ, რაც უფლის სიტყვასთან შეთანხმების გარეშე არ გამოვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი