რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№33

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 28.08, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რატომ ითვლება ეს ორი მცნება – უფლისადმი სიყვარული და მოყვასისადმი სიყვარული - უდიდეს, ძირითადად მცნებებად.

პასუხი: ეს ორი მცნება იმიტომ ითვლება უდიდესად და უმთავრესად, რომ სწორედ, მათი დახმარებით განხორციელდება ყველა დანარჩენი მცნება. ამიტომ ყოველი ქრისტიანი ვალდებულია, უყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ამის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს.

კითხვა: რა ძალები ეღობება ადამიანს სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე?

პასუხი: სასუფევლის მოპოვებისას ადამიანს ჰყავს სამი უმთავრესი მტერი: პირველი – ხორციელი ზრახვები, ცოდვით ვნებული ჩვენი ბუნება, მეორე – სოფელი, ანუ ხალხი, დაცემული სულით მაცხოვრებელნი და ურწმუნონი, და მესამე – ბოროტი ძალა, ეშმაკი. ეს ყველაფერი გვიბიძგებს, რომ ჩვენ უფლის ნების საპირისპიროდ მოვიქცეთ, მათ ნებას დავემორჩილოთ და ავერიდოთ ცათა სასუფეველს.

კითხვა: რატომ არ არის მიღებული მართლმადიდებლურ ტაძარში მუსიკალური ინსტრუმენტების გამოყენება, ისევე, როგორც მაგალითად, კათოლიკურში?

პასუხი: დიახ, მართლმადიდებლურ ტაძრებში ორგანისა და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლება აკრძალულია, რადგან ამგვარი მუსიკალური შესრულება ხელს უშლის მორწმუნეთა ლოცვით განწყობილებას და ღვთისმსახურებაში მთელი გულით ჩართვას. განსაკუთრებით, როდესაც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე შესრულება იღებს საკონცერტო და საერო ხასიათს, რასაც მლოცველები უსაგნო მეოცნებეობისკენ მიჰყავს. ამ სიამოვნებას არაფერი აქვს საერთო რელიგიურ განწყობილებასთან და ღვთისმსახურებაში მონაწილეობასთან.

კითხვა: შეიძლება თუ არა ცოდვად ჩაითვალოს წინათგრძნობა? საკმაოდ ხშირად მიხდება ჩემივე წინათგრძნობა და ხანდახან მაშინებს კიდეც.

პასუხი: ისევე, როგორც სხვა თანდაყოლილი შესაძლებლობები, მცირეოდენი წინათგრძნობის უნარი ყველა ადამიანს აქვს უფლისგან. თუმცა ჩვეულებრივი მიწიერი მცხოვრებლებისთვის ეს უნარი ისე არ არის განვითარებული, რომ მასზე დაყრდნობა შეიძლებოდეს. პირიქითაც ხდება, მაგალითად, ცუდს ველით და კარგად აგვისრულდება ან კარგად ვართ განწყობილი და ცუდი ამბავი დაგვატყდება თავს. ამიტომ წინათგრძნობას არ უნდა მიანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. წინათგრძნობის უნარი იმ წმინდანებს ჰქონდათ განვითარებული, ვინც თავისუფალნი იყვნენ მიწიერი ცხოვრებისგან. ისინი წინ უსწრებდნენ მოვლენებს, ეძლეოდათ წინათგრძნობის ნიჭი და შეეძლოთ იმის განჭვრეტა, თუ რა მოხდებოდა მომავალში.

კითხვა: მიიჩნევა თუ არა ბრძოლის დროს მტრის მოკვლა ცოდვად, როდესაც ადამიანი თავის სამშობლოს იცავს?

პასუხი: სამშობლოს დაცვისთვის მტრის სიცოცხლის ხელმყოფელი ღვთის საძრახის საქციელს არ სჩადის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი