რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№19

ავტორი: ნინო კანდელაკი 22:00 22.05, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: ბავშვობიდან მახსოვს, ამბობდნენ, რომ საეკლესიო სანთელი აუცილებლად შენი ფულით უნდა იყოს შეძენილიო. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?

პასუხი: მაცხოვარი გმობდა მწიგნობრებისა და ფარისევლების თვალთმაქცობას, რომლებიც გარეგნული ქმედებებით ამტკიცებდნენ თავიანთ ღვთისმოსაობას. დღესაც ხშირად ხდება, რომ მეორეხარისხოვანს ზედმეტ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, სანთლების რაოდენობას, საკუთარი ფულით მის შეძენას, სანთლების ბოლომდე ჩაწვას და ასე შემდეგ. და ხშირად ავიწყდებათ მთავარი – საკუთარი ცოდვების სინანულით მიტანა ღვთის სამსჯავროზე.

კითხვა: თუკი გარდაცვლილი ადამიანის წლისთავი ემთხვევა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, შეიძლება თუ არა მისი ამ დღეს აღნიშვნა?

პასუხი: რა დღეც არ უნდა ემთხვეოდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, აჯობებს, ის გადაიტანოთ და ოდნავ მოგვიანებით აღნიშნოთ, რადგან ნებისმიერი თარიღი გადაიფარება ამ უდიდესი დღესასწაულის სიდიადით. შესაბამისად, აღდგომას მხოლოდ უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა უნდა ვიზეიმოთ.

კითხვა: როგორც ვიცით, დიდმარხვის დამთავრების შემდეგი მარხვა არის პეტრეპავლობის მარხვა. ვიცი, რომ პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისი მოძრავია. როგორ უნდა გამოვთვალოთ ეს თარიღი?

პასუხი: პეტრეპავლობის დღესასწაული ყოველთვის 12 ივლისს აღინიშნება. პეტრეპავლობის მარხვის დასაწყისი კი მოძრავია და ის დამოკიდებულია აღდგომის თარიღზე. შესაბამისად, თუ აღდგომა გვიან არის, პეტრეპავლობის მარხვაც გვიან იწყება. მისი გამოთვლა კი ასე ხდება. აღდგომის დღესასწაულიდან მე-40 დღე არის ამაღლება, ხოლო 50-ე დღე – სულთმოფენობა (კვირა). სწორედ, სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, ორშაბათ დღეს იწყება პეტრეპავლობის მარხვა და სრულდება 12 ივლისს. პეტრეპავლობის მარხვა, შესაბამისად, შესაძლოა, 9 დღიდან – თვე-ნახევრამდე პერიოდი გაგრძელდეს. წელს სულთმოფენობა აღინიშნება 20 ივნისს, შესაბამისად, პეტრეპავლობის მარხვა 28 ივნისს დაიწყება.

კითხვა: როგორ ებრძვის ბოროტი ადამიანს ლოცვის დროს?

პასუხი: ლოცვის დროს და არა მხოლოდ მაშინ, უსხეულო მტრები ადამიანს შთააგონებენ ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს, მის სულსა და სხეულს განაწყობენ მცონარობისკენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას. აიძულებენ, შეღავათი მისცენ სხეულს – უდროო დროს ჩამოჯდომით, კედელზე მიყრდნობითა და ასე შემდეგ. ბოროტი ძალა ამგვარად ცდილობს, განაშოროს ადამიანი ლოცვას – ღვთისთვის სათნო საქმეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი