რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№25

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, როგორ იქცა დასჯის იარაღი – ჯვარი ჩვენს სალოცავად და სათაყვანებლად?

პასუხი: ამ კითხვაზე გიპასუხებთ უწმიდესი და უნეტარესი ჩვენი პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებიდან ამონარიდით: „ჯვარი და აღდგომა! ერთი შეხედვით, მათ შორის რა კავშირი უნდა არსებობდეს. ჯვარი, ვიდრე მასზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაეკვრებოდა, ყველაზე სამარცხვინო იარაღი იყო წამებისა და სიკვდილისა. ჯვარზე სიკვდილი იმდენად სამარცხვინოდ მიიჩნეოდა, რომ თუ ადამიანს რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, რაც უნდა დიდი დამნაშავე ყოფილიყო, მისი ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა. ამიტომაც იყო, რომ პეტრე მოციქული რომში ჯვარზე გააკრეს, ხოლო პავლე მოციქულს, რომელსაც რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, თავი მოჰკვეთეს“.

ჯვარი და აღდგომა მართლაც ის უკიდურესობაა – ერთი დამცირებას, ტანჯვას, სიკვდილს გულისხმობს, მეორე – დიდებით აღდგომასა და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას. უფალმა იესო ქრისტემ ჯვარი და აღდგომა ერთმანეთთან დააკავშირა და შეაერთა. ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჯვარი იმგვარ უძლეველ იარაღად იქცა, რომელსაც ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ დაამარცხებს, ამიტომაც არის, რომ ყოველი მღვდელმოქმედება, ყოველი საიდუმლო და ყოველი ლოცვა, რომელიც ეკლესიაში სრულდება, ჯვრის გამოსახვით იწყება და მთავრდება.“

კითხვა: როგორ დავიზღვიოთ თავი ცდუნებებისგან?

პასუხი: არ მიაქციოთ ყურადღება, როგორ იქცევიან სხვები (ვინც არ უნდა იყვნენ ისინი). გულისყური მიაპყარით, რასაც უფლის სიტყვა გვასწავლის, ანუ წმიდა სახარება და მიჰბაძეთ მაცხოვრისა და წმიდა მოციქულის მიწიერ ცხოვრებას. სმენა და მზერა მოარიდეთ უკეთურებას და უფრო მეტად დაუთმეთ დრო ოჯახს (თუ, რა თქმა უნდა, იქ არ ბუდობს ცდუნებები) და საკუთარ თავთან განმარტოებას.

კითხვა: შეიძლება თუ არა, სიწმიდე მივცეთ ურწმუნოებს და მოუნათლავებს წამლობის მიზნით?

პასუხი: არც მოუნათლავთათვის და არც ათეისტისთვის სიწმიდის მიცემა მიზანშეწონილი არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი