რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№21

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: მონათლული ვარ ეკლესიიდან განკვეთილი მოძღვრის მიერ. ვითვლები თუ არა მონათლულად, თუ თავიდან უნდა მოვინათლო?

პასუხი: თუ თქვენი ნათლობის საიდუმლო სასულიერო პირმა მაშინ შეასრულა, როდესაც ეკლესიის წიაღში იყო და მისი კურთხევით მოქმედებდა, მაშინ მონათლულად ითვლებით. ხოლო თუ მას შემდეგ მოგნათლათ, რაც განკვეთეს ეკლესიიდან, მაშინ არ ხართ მონათლული და უნდა მოინათლოთ მართლმადიდებლური ნათლობის წესის სრული დაცვით.

კითხვა: თუ მამაკაცს აქვს ოჯახი – ჰყავს ცოლი და შვილები, მაგრამ ბერობას გადაწყვეტს, ექნება თუ არა მას წინააღმდეგობა?

პასუხი: ეკლესიის კანონმდებლობით, ბერად შედგომის უფლება ადამიანს ენიჭება მაშინ, როდესაც ორივე მეუღლის თანხმობაა, თუმცა, კაცი ვალდებულია, ოჯახში დარჩეს მანამ, სანამ მისი ყველა შვილი სრულწლოვანი არ გახდება.

კითხვა: საოჯახო საჭიროებებისთვის ვაგროვებ ფულს. ხომ არ ჩამეთვლება ეს ვერცხლისმოყვარეობაში?

პასუხი: კეთილი საქმეებისთვის ფულის შენახვა არ არის ვერცხლისმოყვარეობა. უფლის იმედიც ყოველთვის გქონდეთ, ის შეგეწევათ ყველა კეთილ საქმეში.

კითხვა: რატომ უნდა გვიყვარდეს ცოდვილი ადამიანები?

პასუხი: ქრისტიან ადამიანს უნდა უყვარდეს ცოდვილნი, როგორი მძიმეც უნდა იყოს მათი ცოდვები. თუმცა ისინი ცოდვილნი არიან, მაგრამ ჩვენს მოყვასებად რჩებიან. მათ შეუძლიათ, შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და შესაძლოა, გახდნენ სასუფევლის ღირსი. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ცოდვილნი, როგორც ჩვენი მამის შვილები, როგორც ჩვენი ძმები, მაცხოვრის სისხლით დახსნილნი, თუმცა უნდა გვძულდეს მათი ცოდვები.

კითხვა: რა სარგებლობა მოაქვს საერო პირისთვის „ფსალმუნების“ ხშირად კითხვას?

პასუხი: „ფსალმუნების“ კითხვა ბოროტ სულს განაგდებს თქვენგან და თქვენს სულში სულიწმიდას ჩაასახლებს. წმიდა მამათა თქმით: „ფსალმუნთა კითხვითა და მოწყალების გაღებით სული განიწმიდება ცოდვებისგან“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი