რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№9

ავტორი: „თბილისელები“ 22:00

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: შეიძლება თუ არა, იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი ეკლესიაში სიარულის გარეშე?

პასუხი: ეკლესია უფლის სახლია და ვინც უფლის სახლს გაურბის, ის თვით უფალს გაურბის, მისთვის უცხოა რწმენა და კუთილზნეობა. ასეთი ადამიანის ცხოვრება კი სავსეა ვნებებით.

კითხვა: უფალი ხომ სიკეთეა, რატომ ხდება, რომ ხშირად კეთილი საქმე ფერხდება და არ გამოდის?

პასუხი: ღვთისთვის სათნო ყველა საქმეს თან სდევს ბოროტისგან ცდუნება. რაც უფრო მაცხონებელია საქმე, მით უფრო ძლიერად ებრძვის მას ბოროტი ძალა. არის მეორე საკითხიც, შესაძლოა, ესა თუ ის საქმე ადამიანს კეთილად ეჩვენებოდეს, მაგრამ სინამდვილეში ის არ იყოს მისთვის სასარგებლო და მაცხონებელი, ამიტომაც ხდება, უფლის დაშვებით, ხანდახან ამა თუ იმ საქმის შეფერხება, რათა ადამიანი დაფიქრდეს და გონს მოეგოს.

კითხვა: როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ გამართლდეს ღვთის სამსჯავროზე?

პასუხი: მორწმუნე ქრისტიანისთვის კარგად არის ცნობილი წმიდა თეოდორას მიერ გავლილი საზვერეების შესახებ. როდესაც მას ეშმაკები ეუბნებოდნენ, შენ ესა და ეს ჩაგიდენიაო, ის მიუგებდა: დიახ, ჩავიდინე, მაგრამ შემდეგ მოვინანიე და მივიღე შენდობა და მიტევებაო. ეს არის ყველაზე მთავარი! ყოველი ადამიანი ცოდვილია, მაგრამ მისი ყურადღება უნდა იყოს მიმართული ჯერ ცოდვების მონანიებისკენ და შემდეგ ცხოვრების გამოსწორებისკენ.

კითხვა: ვარ დიასახლისი. ვცდილობ, ვიცხოვრო ეკლესიურად. ვიცავ მარხვას, მაგრამ ოჯახის წევრებისთვის მიწევს სახსნილო სადილების კეთება. ჩამეთვლება თუ არა ცოდვად, თუ ამ სადილებს გემოს გავუსინჯავ?

პასუხი: გაკეთებული სადილის გემოთი გასინჯვა ცოდვად არ ჩაგეთვლებათ.

კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია გარდაცვლილის სულის საცხონებლად – პანაშვიდი, შეკვეთილი წირვა თუ მოწყალების გაღება მისი სახელით? (ის არ ცხოვრობდა ეკლესიურად).

პასუხი: გარდაცვლილისთვის ეს ყოველივე სარგოა, მაგრამ რადგან ის მცირედ მორწმუნე იყო, უმჯობესია, გასცეთ მოწყალება მის სახელზე.

კითხვა: როგორ მოვეკიდოთ იმ საქებარ სიტყვებსა და ქათინაურებს, რასაც ჩვენ მიმართ გამოიმეტებენ?

პასუხი: როდესაც გაქებენ, არ გაამპარტავნდეთ, პირიქით, გაიხსენეთ თქვენი ნაკლოვანებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი