რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№13

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 10.04, 2021 წელი

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორც უნდა ეპყრობოდეს ჭეშმარიტი ქრისტიანი მოყვასს?

პასუხი: მიმართეთ მოყვასს სიყვარულით, გიყვარდეთ ისინი, ემსახურეთ მათ, რადგან ისინი ძვირფასნი არიან, მათთვის დაიღვარა მაცხოვრის სისხლი. არ შეურაცხყოთ მსუბუქადაც კი. მოყვასის სიყვარული თქვენს ცოდვებსაც გადაფარავს. თუკი თქვენ იქნებით მწუხარეთათვის ნუგეშისმცემელი, ბედკრულთათვის – მალხინებელი, გლახაკთათვის შემწე, ობოლთათვის – მშობელი, ყოველი ქრისტიანისთვის – შეძლებისდაგვარად გულმოდგინე მსახური, მაშინ მოყვასის ასეთი სიყვარულისთვის უფალი აღხოცავს თქვენს ცოდვებს.

კითხვა: მალევე უნდა მოვინანიოთ თუ არა ჩადენილი ცოდვა?

პასუხი: თუკი შესცოდავ, დაუყოვნებლივ ითხოვე უფლისგან შენდობა გულის შემუსვრილებითა და მისი მოწყალების მიმართ სასოებით და ისწრაფვე სულიერი მოძღვრისკენ აღსარების სათქმელად, რადგან სინანულის გარეშე დატოვებული ყოველი ცოდვა არის სასიკვდილო. გარდა ამისა, თუკი არ შეიმუსრავ გულს ჩადენილი ცოდვის გამო, მალე ხელახლა ჩავარდები იმავე ცოდვაში.

კითხვა: რატომ ემონება ადამიანი ცოდვებს და რატომ უჭირს მისგან გათავისუფლება?

პასუხი: ცოდვას აქვს გასაოცარი უნარი, მოთხოვნილების მიხედვით გაამრავალფეროვნოს თავისი შხამიანი სიტკბო. ცოდვისმიერი სიტკბო იცვლება თითოეული ცოდვილის გემოვნების მიხედვით. თავად ცოდვას აქვს საშინელი თვისება – მისი გემოს შეგრძნება აუძლურებს ადამიანის მთელ არსებას, ართმევს მას შინაგანი გრძნობის ნაწილს და გონივრულ თვითშემეცნებას. ამგვარად, შეუმჩნევლად შეჰყავს ის ჯერ სულიერ ძილში, შემდეგ უგრძნობელობასა და სულიერ სიკვდილში. ვნებებით დაცემული ცოდვილი ხედავს და თან ვერ ხედავს, ისმენს და არ ესმის, რამდენჯერაც უნდა ამოვიდეს მის თავზე მადლის მზე, რამდენჯერაც უნდა მოირწყას იგი ღმერთის სიტყვის ქრიტიანულ სწავლებათა ნაკადით, რამდენჯერაც უნდა იქუხოს მის თავზე თვით ღმერთის რისხვის ჭექა-ქუხილმა – ეს ყველაფერი მისთვის თითქოს არ არსებობს, რადგან ცოდვა აბრმავებს მის გონებას. თრგუნავს მის სინდისს და კლავს მის სულს. ყოველივე ამის გამო ძალიან ცოტაა ის ადამიანი, ვინც სრულიად უსხლტება ცოდვის ხაფანგს. ამიტომ ადამიანი მუდმივად უნდა იყოს ფხიზლად და არ უნდა დანებდეს ცოდვას.

კითხვა: როგორ უნდა განვამტკიცოთ ჩვენს თავში რწმენა და სასოება უფლის მიმართ?

პასუხი: რწმენის განმტკიცებისთვის საჭიროა ცხონების მიზნისკენ მიმართული საქმე და შრომა. თუკი ინებებთ, თავს იდოთ ეს შრომითი ღვაწლი, რწმენაც სასოებასთან ერთად მაშინვე დაიწყებს გამოცოცხლებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი