რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№13

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 06.04

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ისეთ ცოდვას, რომელიც პატარაა, მაგრამ ხშირად განმეორებადი?

პასუხი: ასეთი ცოდვა ძალიან ახლოსაა სასიკვდილო ცოდვასთან. შევადაროთ დიდი ცოდვა დიდ ქვას, ხოლო პატარა – ქვიშის ნამცეცს. თუ ბევრია ქვიშა, მან შეიძლება, დიდი ქვაც კი გადაწონოს. მაგალითად, სიცრუე არ არის სასიკვდინე ცოდვა, მაგრამ ხშირი გამეორების შემთხვევაში ის განაქარვებს უფლის მადლს და სასჯელს მოიწევს. ამიტომ ერიდეთ ცოდვის განმეორებას, უცოდველი არავინ არის, მაგრამ როდესაც ცოდვის ხშირი განმეორება ხდება, ეს დაუშვებელია.

კითხვა: თუ არსებობს იმის ვარაუდი, ადამიანის სხეულის რომელ ნაწილშია მისი სული?

პასუხი: სულის გარეშე სხეული არ არსებობს – უიმისოდ ის დაიშლებოდა. სული მსჭვალავს მთელ ორგანიზმს, მაგრამ თავისი ქმედებით, უპირველესად, თავს ავლენს გულითა და გონებით. სულს აქვს სხეულის მსგავსი იერსახე, ამიტომ, იმიერ ქვეყნადაც სულები ერთმანეთს იცნობენ. ასე რომ, სული არ ივანებს სხეულის რომელიმე კონკრეტულ ნაწილში, ასე მისი წარმოდგენა არასწორია.

კითხვა: რას გვეტყვით ენერგეტიკულ ვამპირებზე? შეიძლება თუ არა, მორწმუნე ადამიანი იყოს ენერგეტიკული ვამპირი?

პასუხი: როდესაც ვამბობთ „ენერგეტიკული ვამპირი“, თავიდანვე უნდა შევიმეცნოთ, რომ ეს არ არის მართლმადიდებლური ტერმინი – ეს არის ოკულტიზმის ენა. ენერგეტიკული ვამპირები არ არსებობენ, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის სულიერი არსი გარშემო მყოფებსაც გადაეცემათ, ამიტომ სხვადასხვა ადამიანის სიახლოვე სხვადასხვანაირად მოქმედებს ჩვენზე – ღვთისგან მადლმონიჭებულ ადამიანთა გვერდით სიმშვიდე, სათნოება, ძალების მოკრების საშუალება გვეძლევა. ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა კი, პირიქით – გვრთგუნავს და სასიცოცხლო ძალებს გვართმევს. თუ გინდათ, რომ არ გადატვირთოთ მოსაუბრე, არ გადაღალოთ ის ზედმეტი ლაპარაკით, ისწავლეთ მოსმენა. მღვდელმსახურებს, მაგალითად, ღლიან ისეთი ადამიანები, ვინც მრავალ კითხვას უსვამენ, მაგრამ თავად არაფერს ასრულებენ, რადგან ასეთი ადამიანები ცნობისმოყვარეობის გამო სვამენ კითხვას და არა სიკეთის კეთების სურვილით.

კითხვა: თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რა არის გამომძიებლების ცოდვა?

პასუხი: ეს გახლავთ ცოდვა, როდესაც ადამიანი ინტერესდება და უკირკიტებს იმას, რისი ცოდნაც მის გონებას აღემატება და რის ცოდნასაც უფალი მისგან არ მოითხოვს. მაგალითად, სად არის სამოთხე ან ჯოჯოხეთი (და არ ინტერესდება იმით, თუ როგორ უნდა დაიმკვიდროს თავი სამოთხეში და დაეხსნას ჯოჯოხეთს), როგორ მოქმედებს მადლი ხატის მეოხებით, როგორ იქცევა პური ქრისტეს ხორცად და ღვინო – სისხლად ზიარების დროს და მისთანანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი