რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№11

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 23.03

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: რამდენად არის შესაძლებელი, ადამიანს სხვის ცოდვაში ჰქონდეს წვლილი და სხვისი ცოდვის სიმძიმე გარკვეულწილად მასაც ეკისრებოდეს?

პასუხი: საერთოდ, ყოველი ადამიანი თვითონ აგებს პასუხს ჩადენილ ცოდვაზე. თუმცა სხვის ცოდვაზე პასუხისმგებელნი ვართ იმ შემთხვევაში, როდესაც მოყვასს შეგნებულად ვაქეზებთ ბოროტი საქმის ჩასადენად. ასევე, ჩვენც დაგვეკისრება ცოდვის სიმძიმე, როდესაც ცუდ საქციელს ვუწონებთ სხვას და ამით ხელს ვუწყობთ ჩაიდინონ ცოდვიანი საქციელი.

კითხვა: მართალია, აღსარებაში ვინანიებ ცოდვებს, მაგრამ არ მაქვს ღრმა სინანულის განცდა. ეს მაწუხებს, რადგან ფორმალური სახე აქვს ჩემს აღსარებას. როგორ მივაღწიო ჩემს გულში ჭეშმარიტ სინანულს?

პასუხი: აღსარების დროს ადამიანზე სამი რამ მოქმედებს: გონება – რომელიც აფიქსირებს და განსაზღვრავს ჩვენს ცოდვებს, გული – რომელიც განიცდის მათ და ნებისყოფა – რომელიც აიძულებს ადამიანს, გადალახოს ცრუ მორცხვობის გრძნობა და მოინანიოს ცოდვები. თუ ადამიანი გულით ვერ ინანიებს, ამგვარ შემთხვევაში საჭიროა, მოვინანიოთ გონებით და დავატანოთ ძალა ნებისყოფას, რათა არ გავიმეოროთ ძველი ცოდვები. დროთა განმავლობაში გულიც „გაიღვიძებს“ და უფალი მოგვანიჭებს ჭეშმარიტი სინანულის განცდას.

კითხვა: საღამოს ლოცვებში არის ასეთი ლოცვა – პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისა, სადაც ვკითხულობთ: „ეგრეთ წარსწყმდნენ ეშმაკნი პირისაგან მათისა, რომელთა უყვარს ღმერთი და გამოისახავენ პირჯვარს და სიხარულით იტყვიან...“ თუ შეიძლება, განგვიმარტეთ ეს სიტყვები.

პასუხი: აქ საუბარია ქრისტიანობის სიმბოლოს, ჯვრის ძალაზე. იმაზე, რომ ბოროტ ძალას, ეშმაკს ვძლევთ პატიოსანი ჯვრით და როდესაც მორწმუნე პირჯვარს იწერს რწმენით, ის შეიარაღებულია ბოროტის წინააღმდეგ, რადგან ეშმაკს ეშინია ჯვრის. როდესაც ადამიანს აქვს ჭეშმარიტი რწმენა, ლოცულობს, ეზიარება, პირჯვარს იწერს, მას ბოროტი ძალა ვერ მოერევა, ის არის მშვიდი, რადგან მის გულში არის უფალი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი