რელიგია

მოძღვარი გვირჩევს

№45

ავტორი: „თბილისელები“ 22:00 18.11

ჯადო არსებობს? - პასიხობს
ეკლესიის მსახური
დაკოპირებულია

კითხვა: წმინდა წერილი გვასწავლის: „არა განიკითხო“, მაგრამ მხილების უფლებას არ გვართმევს. სად გადის საზღვარი განკითხვასა და მხილებას შორის?

პასუხი: ეს საზღვარი ადამიანის გულში გადის. როდესაც სხვა ადამიანის საქციელის განსჯისას (რასაც ვერავინ ასცდება ცხოვრებაში) თქვენ გსურთ მისი დასჯა, იდუმალად გახარებთ მისი ცოდვა და ფიქრობთ, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელია – ეს იქნება განკითხვა, რაც, რა თქმა უნდა, ცოდვაა, ხოლო თუ თქვენ ადამიანის ცოდვაზე საუბრისას ის გეცოდებათ, როგორიც დაავადებული, დაჭრილი, დასახიჩრებული არსება, ვისთვისაც დახმარებას არ დაიშურებთ, მაშინ ეს განკითხვა არ იქნება.

კითხვა: სამწუხაროდ, ჩემი შვილი ცოდვილ ადამიანს დაუახლოვდა. ვგრძნობ, რომ ჩემი შვილიც მის გზას ადგება და ვერაფერს ვშველი. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ილოცეთ და ეს თქვენს შვილს დაეხმარება. ამის დასტურად გიამბობთ ნეტარი ავგუსტინეს მაგალითს: ის ხშირად იყო ცოდვებში ჩაფლული და გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. დედამისი ძალიან განიცდიდა შვილის მდგომარეობას, გამუდმებით ტიროდა და დარდობდა. ერთხელ ასეთი შეწუხებული ეპისკოპოსთან მივიდა და თავისი უბედურების შესახებ უამბო. ეპისკოპოსმა კი ასე დაამშვიდა: ნუ გეშინია, დედის ლოცვები შვილს აუცილებლად უშველის. შენი ცრემლები ტყუილად არ დაიკარგებაო. და ასეც მოხდა. ოდესღაც ცოდვილი ავგუსტინე შემდგომში ღვთით სათნო ცხოვრებისთვის ზეციურ წმინდანთა დასში ამაღლდა.

კითხვა: როგორ უნდა შევატყო საუკუნო ცხონების გზას სწორად ვადგავარ თუ არა?

პასუხი: ამ კითხვაზე ვერცერთი მოკვდავი ვერ გაგცემთ დაბეჯითებულ პასუხს, ვიდრე მათი სულები არ გაჰყრია სხეულს, რადგან „იცნის უფალმან, რომელნი – იგი არიან მისნი“. ჩვენ მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება, ვიქონიოთ წარმოდგენა, ციური სასუფევლის გზაზე ვდგავართ თუ სრულიად საპირისპირო მიმართულებით. ამქვეყნიური დროებითი ცხოვრება მარადიულთან მიმართებაში ისევეა, როგორც თესვა მკასთან. ვინც აქ არ დათესავს, იქ ვერ მოიმკის. ვინც აქ არ დაუდებს დასაბამს თავის ხსნაზე ზრუნვას და რწმენით თავად არ გაიკვალავს გზას, იქაც ღვთის სასუფევლის გარეშე მოუწევს დარჩენა.

კითხვა: დღეს ბევრი მამრობითი სქესის წარმომადგენელი დადის ტოტალიზატორში და თამაშობს. მიიჩნევა თუ არა ცოდვად ეს საქციელი?

პასუხი: ტოტალიზატორის აზარტული თამაში მძიმე ცოდვაა. ამ თამაშების მიზეზით მრავალმა დაანგრია ოჯახი და ბევრი ადამიანისთვის ის უბედურების მომტანად იქცა. რომ აღარაფერი ვთქვათ კაზინოებზე, რასაც პიროვნება სულიერ და ფიზიკურ დეგრადაციამდე მიჰყავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი