რელიგია

ლოცვის შესახებ

№1

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 15.01

განსაცდელის ჟამს
დაკოპირებულია

ზოგნი ამბობენ, როცა ადამიანი ლოცულობს, გონება ხატის ან ტექსტისკენ უნდა მიმართოს. არა – არც ხატისა და არც ტექსტისკენ, არამედ გონება მან უნდა წარმართოს თავისი ცოდვილობისკენ, მაგრამ ფიქრითა და განსჯით, რამეთუ დემონი მაშინაც ხშირად დააზიანებს. ის ადამიანს ეტყვის: ცოდვილი ხარ, – რათა ეს უკანასკნელი დამწუხრდეს. კაცმა კი მოკლედ უნდა მიუგოს ის, რაც მის ინტერესებშია. მაშინ ვეტყვი, რომ ცოდვილი ვარ, როცა ეს მე მენდომება და არა დემონს. რამეთუ დემონის მიზანი ჩემი სასოწარკვეთილებაში ჩაგდებაა.

***
ადამიანმა საკუთარი ცოდვილობა უნდა გაიაზროს და ღვთისადმი რწმენა და იმედი უნდა ჰქონდეს. ეს მას აცხოვნებს. ასე რომ, დაე, გონება მოიკრიბოს და ლოცვის აუცილებლობაში დარწმუნდეს, რათა ღვთის წყალობაც იგრძნოს. მაშინ ის იტყვის: „უფალო იესო ქრისტე, მოდი“. და მისი გონება დაისვენებს.
***
მდუმარება და საზრუნავის არქონა ადამიანს ლოცვისთვის გულისყურის მოკრებაში ეხმარება. საზრუნავი კი, პირიქით, ხელს უშლის, რამეთუ გონებას უფანტავს.
***
ღმერთი ყველა ადამიანისგან ერთსა და იმავეს არ ითხოვს. ყოველი შემთხვევისთვის იცოდეთ, რომ მლოცველი ოდესმე ისეთ მდგომარეობას მიაღწევს, რომ მძინარეც კი ილოცებს და ეს სიზმარში კი არ ხდება, არამედ სინამდვილეში, რამეთუ ლოცვა არ წყდება.
***
ვიღაცამ ბერის ეს სიტყვები მოისმინა და დამწუხრებულმა თქვა, რომ ერის ადამიანებს ამ მდგომარეობის მიღწევა არ ძალუძთ. ამაზე მამა პაისიმ მიუგო: „მე რომ ამისთვის მიმეღწია, რაზეც ვსაუბრობ! უბრალოდ, მე ვიცნობდი ადამიანებს, რომლებმაც მიაღწიეს.“
***
ერისკაცებისადმი მიმართვაში მამა პაისიმ ბრძანა: გონიერ ლოცვაზე თქვენ ბევრი როდი იცით. გარდა იმისა, რაც წაგიკითხავთ. დაე, ქალებმა ილოცონ, რადგან მათ გრძნობა და სიყვარული აქვთ, მამაკაცებს ქრისტე გონებით უყვარდეთ. ქალებს გულით უყვართ და მათ ეს გვიჩვენეს, როცა უფალი ჯვარს აცვეს. მამაკაცები, პირიქით, განსჯით მოქმედებენ. მათ გაითვალისწინეს, რამდენი იუდეველი (მწიგნობარნი და ფარისეველნი) შეიკრიბა ჯვარცმისას. რამდენი მხედრობა და ასე შემდეგ. ამიტომაც ჩაიკეტნენ სახლში და ელოდნენ, რათა ენახათ, რა მოხდებოდა. ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან. ადვილად ღვრიან ცრემლებს ლოცვისას და ფიქრობენ, რომ მიაღწიეს იმ მდგომარეობას, რომლებზეც მამები საუბრობენ. ლოცვა საჭიროა.
ბერი პაისი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №8

22-28 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

დიეტა

უმოკლეს დროში ფორმაში ჩასადგომი ბრინჯის ექსპრეს-დი...