რელიგია

ქორწინებისა და შვილების ყოლის შესახებ

№6

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 19.02, 2021 წელი

რელიგია
დაკოპირებულია

* ბევრი რამ, რაც ქორწინებაზე დაწერილა, წარუმატებელია, რადგან მათი არგუმენტაცია არამყარია და კრიტიკით იოლად ბათილდება. მათი ავტორები მოიხმობენ ადგილებს წმიდა წერილებიდან და მამების გამონათქვამებიდან, რომლებიც თემას არ შეესაბამება. მათი გამოცდილება გონებაჭვრეტითია, ისინი,  უბრალოდ,  ცდილობენ, წმიდა ტექსტებს დაეყრდნონ. მოგიყვანთ ერთ მაგალითს: ვინმე ავტორი ასკვნის, რომ ყოველი ქრისტიანი, რომელსაც თავისივე დანაშაულის გამო ბევრი შვილი არ ჰყავს, მარადიულ სასჯელს დაექვემდებარება, რამეთუ ჯოჯოხეთში იგზავნებიან არამართალნი და ცოდვილნი. რასაკვირველია, წმიდა წერილის თანახმად, იქ არამართალნი წავლენ და ავტორს მრავალი დამოწმება მოჰყავს ცნობილ ტექსტებზე. სიძნელე მხოლოდ ისაა, რომ იპოვო ადგილი, რომელიც განსჯის მათ, ვისაც ცოტა შვილები ჰყავთ ან ქორწინებაში ცოლქმრულ ურთიერთობებს კრძალავენ. ვიცით, რომ საგანგებოდ ამ თემას არცთუ ბევრი ადგილი ეთმობა.

* ეკლესიის დაინტერესება მრავალშვილიანობით სუფთა თეორიულია. ამიტომ ის არ მოუწოდებს ცოლქმრულ წყვილებს, აუცილებლად ბევრი შვილი ჰყავდეთ. ვფიქრობ, პრობლემას ვერც ცირკულარები მოაგვარებს. ისინი თავად მათ შემდგენლებს უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ძალზე თანაუგრძნობენ ოჯახურ წყვილებს. შედეგი ნულის ტოლია. ჩვენ საქმე გვჭირდება და არა თეორიები.
* როცა კლირიკოსს იწვევენ ოჯახში, რათა შვილების ყოლის პრობლემა განიხილონ, ის ძალზე გონივრულად უნდა მსჯელობდეს. ის ვერ მოსთხოვს მეუღლეებს, რომ თითო-ოროლა შვილი ჰყავდეთ, შემდეგ კი გაჩერდნენ. ისიც საზარელია, თუ ის ურჩევს, ათი შვილი იყოლიონ და ამტკიცებენ, რომ ეს ღვთის ნებაა. საერთოდ, პრობლემა თავისთავად წყდება. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პირველ რიგში, მეუღლეებმა შვილების ყოლის საკითხი ერთად უნდა გადაწყვიტონ. ამრიგად, ისინი ერთად შეხვდებიან მომავალ სიხარულსაც და მწუხარებასაც. როცა შვილის გაჩენას ერთი მეუღლე აიძულებს მეორეს, მაშინ სიყვარული არ არის, თუნდაც ოჯახში ბევრი ბავშვი იყოს. და პირიქით, როცა შვილები სიმშვიდეში თბილი ლოცვითა და მშობლების სურვილით ჩნდებიან, ყველაფერი იცვლება. ეს იდეალური შემთხვევაა.
* რაც შეეხება შემთხვევებს, როცა მორწმუნე მშობლებს ბევრი შვილის ყოლა აშინებთ, ეკონომიკური სიძნელეების ზრდა აფრთხობთ, ვფიქრობ, ასეთი სირთულეები ცოლ-ქმრის სულიერი ზრდის შესატყვისად გვარდება და მათი ნდობა ღვთისადმი იზრდება მეორე, მესამე და ასე შემდეგ ბავშვთან ერთად.
* არსებობს ბევრი მორწმუნე წყვილი, რომლებიც ენით აუწერლად საშინელ სიტუაციაში ვარდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ვერ იპოვეს ადამიანი, რომელიც მათ გაუგებდა და იხსნიდა. ისინი პირდაპირ უძლურდებიან და ხშირად სრულ სასოწარკვეთილებამდე მიდიან.
ამ წერილის დასასრულს, რომელშიც გადმოცემულია მხოლოდ ცალკეული შეხედულებები ქორწინებასა და შვილების ყოლაზე, ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, ის ზოგიერთმა არასწორად გაიგოს. ვიმედოვნებ, დამეთანხმებიან ისინი, ვინც ცოლქმრული ცხოვრების საკითხებს მღვდლის თვალთახედვით განიხილავენ. ალბათ, კერძო შემთხვევაში ნათქვამი თავის დროზე ფართოდ გავრცელდება. ჩვენთვის ადვილია ქორწინების სხვადასხვა პრობლემის „გადაწყვეტა“ ერთი და იმავე რეცეპტით. სინამდვილეში კი ჩვენ მათ მხოლოდ უფრო მეტად ვხლართავთ. როგორც ყველა სხეულებრივი ავადმყოფობის განკურნება შეუძლებელია ასპირინით, ასევე ქორწინების პრობლემები ერთი და იმავე მიდგომით არ გადაწყდება.
ბერი პაისი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი