რელიგია

ჭეშმარიტების გზაზეჭეშმარიტების გზაზე

№14

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.04

რელიგია
დაკოპირებულია

ერთხელ სკოლაში ბავშვებს ჰკითხეს:

- ბავშვებო, რა არის ბუნება?

წინა მერხზე მჯდომმა გოგონამ ხელი ასწია და თქვა:

– ბუნება არის ის, რაც ჩვენ ირგვლივაა.

– მართალია, მოდით, გავერკვეთ, რა არის ჩვენ ირგვლივ? ბუნებაში ჩვენ ვგულისხმობთ: მზეს, მთვარეს, პლანეტას, ვარსკვლავებს, ჰაერს, მიწას და ყოველივე იმას, რაც მიწაზე ხარობს; წყალს და ყველაფერს, რაც წყალშია. მაგრამ მზე, მთვარე, პლანეტა სულიერია?

ბავშვებმა უპასუხეს:

– არა, რადგან მათ დაესმით კითხვა „რა“?

– მათ გონება აქვთ?

– რა თქმა უნდა, არა.

– მაგრამ, ადამიანი, ცხოველებიც და ფრინველებიც ბუნების შემადგენელი ნაწილებია. ისინი ხომ არიან სულიერი არსებები?

– დიახ.

– ჩვენ ირგვლივ არსებული ბუნების წარმომადგენლებიდან, ვის გააჩნია შემოქმედებითი გონი?

– ადამიანს.

– სწორია. მოდი, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი იმას, რომ მზე, მთვარე, დედამიწა, წყალი უსულო სხეულებია და მათ გონი არ გააჩნიათ, მაგრამ თვითმფრინავი და ფრინველი, განა ერთნაირად არ დაფრინავენ?

– დიახ, რადგან აკადემიკოსმა ჟუკოვსკიმ, თვითმფრინავის მოდელი ფრინველის მაგალითზე შექმნა.

– ჩვენ შეგვიძლია, მოვკლათ და დავანაწევროთ ფრინველი. აგრეთვე, შესაძლებელია თვითმფრინავის ნაწილებად დაშლაც, მაგრამ რომლის აწყობაა უფრო ადვილი – ფრინველის თუ თვითმფრინავის?

– რა თქმა უნდა, თვითმფრინავის, ეს ყველასთვის ნათელია. ფრინველის აწყობა შეუძლებელია.

– ვინ არის თვითმფრინავის კონსტრუქტორი?

– ადამიანი.

– ფრინველის კონსტრუქტორი ვინ არის?

– ბუნება, – ერთხმად უპასუხეს ბავშვებმა.

– მაშასადამე, ჩვენ ირგვლივ არსებული ბუნების წარმომადგენლებიდან ვის აქვს შემოქმედებითი გონება?

– ადამიანს.

– შეუძლია ადამიანს ფრინველის შექმნა?

– არა.

– მაშ, როგორ შეძლო უგუნურმა და უსულო ბუნებამ ცოცხალი ფრინველის შექმნა? ადამიანიც ბუნების ნაწილია, გამოდის, ისიც უგუნურმა და უსულო ბუნებამ შექმნა თუ იქნებ, თავადაა საკუთარი თავის შემოქმედი? სადღაც იპოვა ხელები, ფეხები, თავი... უცნაურია! იქნებ, მზე, მთვარე, პლანეტები, ჰაერი, მიწა, შეიკრიბნენ და დაიწყეს ფიქრი: როგორ შეექმნათ ფრინველი? ამ შემთხვევაში ვინ გამოდის ფრინველის კონსტრუქტორი?

კლასის ნახევარმა უპასუხა: „ღმერთი“, ხოლო მეორე ნახევარმა – „ბუნება“.

ამბობენ, ღმერთი არ არსებობსო... მაგრამ სად წავიდა ის? მრავალი ათასი წელი ის არსებობდა და უცებ აღარ არის? იქნებ ის ათეისტებმა „ბუნებით“ ჩაანაცვლეს?

თუკი ყველაფერი ბუნებამ შექმნა, მაგრამ როგორ შეიძლება თავად ის შექმნილიყო? ერთი საფეხურით უნდა ავმაღლდეთ და საკუთარ თავს კითხვა დავუსვათ: ვინ მოაწყო ბუნებაში ყოველივე ასე გონივრულად? ადამიანის გონებას ეს არ ძალუძს, ეს მხოლოდ უმაღლეს გონს ხელეწიფება. და ეს უმაღლესი გონი ღმერთია. ღმერთი არ არის ღრუბლებში მფრინავი წვერებიანი ბაბუა, ღმერთი უწმინდესი სულია. ღმერთი არავის არასდროს უნახავს, მაგრამ ის ხშირად ეცხადებოდა და ეცხადება ადამიანებს. ჩვენს ყოფაში ბევრი რამაა ისეთი, რისი დანახვა და აღქმაც ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ ვიცით, რომ ის არსებობს: ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენს გონებას, ვერ ვხედავთ სიყვარულს, ვერ ვხედავთ, რომ მთელი ეთერი ადამიანის ფიქრებითაა გაჟღენთილი და რადიოტალღებითაა სავსე. სიყვარულის არსებობა რომ იგრძნო, უნდა შეიყვარო, რადიოტალღების „დასანახად“ სპეციალური ხელსაწყოა საჭირო. ასევეა სულიერ ცხოვრებაში: როცა ადამიანი ღმერთისკენ მიმართავს თავის „ხელსაწყოს“ – სულს, ის „დაინახავს“ ღმერთს, შეიცნობს მას და მისი არსებობის უამრავ მტკიცებულებას მიიღებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი