რელიგია

ჭეშმარიტების გზაზე

№11

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 22.03

რელიგია
დაკოპირებულია

ერთი მღვდელი ვერაფრით აშოშმინებდა რამდენიმე ახალმოქცეულს თავის სამრევლოში: ის ერთს ეტყოდა, ისინი პასუხად – ათს, ამასთან, ყველაფერი წმინდა მამების შრომებიდან მოჰყავდათ და ერთგვარი ქედმაღლობითაც კი უყურებდნენ უბრალო მღვდელს; იმას კი ვერ აცნობიერებდნენ, რომ ჯერ სარწმუნოების „ანი-ბანიც“ ვერ გაეგოთ. რაღაც დროს მოეჩვენათ, რომ საბოლოოდ აჯობეს მღვდელს, მაგრამ იმჟამს მან შუშის ქილა ამოიღო, ქვებით აავსო და ახალმოქცეულებს ჰკითხა:

– სავსეა ქილა?

– დიახ, სავსეა, – გაიგონა მან თავდაჯერებული პასუხი.

მაშინ მღვდელმა ქილაში რამდენიმე მდოგვის მარცვალი ჩაყარა და შეანჯღრია. ბუნებრივია, მარცვლებმა ქვებს შორის ცარიელი ადგილი დაიკავეს. მღვდელმა კვლავ ჰკითხა:

– სავსეა ქილა?

– სავსეა, – ერთხმად უპასუხეს, თუმცა არცთუ დარწმუნებით, რადგან რაღაც ხრიკი იგრძნეს და მანაც არ დააყოვნა.

მღვდელმა ქილაში მთელი პეშვი ქვიშა ჩაყარა და ისევ შეეკითხა?

– ახლა სავსეა?

– სავსეა... – ამჯერად უკვე ერთმა გასცა პასუხი, ისიც ყოყმანით.

მღვდელმა ქილაში უკვე წყლის ჩასხმა დაიწყო და თან ამბობდა:

– ქვები ის არის, რაც თქვენ სარწმუნოების შესახებ წაგიკითხავთ, მდოგვის მარცვლები – თქვენი საქმეებია, ქვიშა – გამოცდილება, წყალი – ღვთის მადლი. რაც უფრო მალე გადაწყვეტთ, რომ ყველაფერი შეიმეცნეთ, მით ნაკლებია იმის იმედი, რომ ნამდვილად აივსებით ღვთის მადლით.

* * *

1921 წლის ზაფხულში წმინდა მღვდელმთავარ ლუკას (ვოინო-იასენეცკელი) მოუხდა, საჯაროდ გამოსულიყო სასამართლოში პროფესორ პ.პ. სიტკოვსკისა და მისი კოლოეგების დასაცავად, რომელთაც ხელისუფლება „მავნებლობაში“ ადანაშაულებდა. იმ დროს ტაშკენტის „ჩეკას“ ხელმძღვანელობდა ლატვიელი პეტერსი. მისი გადაწყვეტილებით, ექიმების წინააღმდეგ საჩვენებელი პროცესი გაიმართა. სასამართლოს შესახებ იხსენებს პროფესორი ს.ა. მასუმოვი:

„წინასწარ მომზადებულმა და რეჟისორულად მაღალ დონეზე დადგმულმა სპექტაკლმა კრახი განიცადა, როდესაც ექსპერტის დარგში სასამართლოს თავმჯდომარემ პროფესორი ვოინო-იასენცკელი მოიწვია:

– მითხარით, მღვდელო და პროფესორო იასენცკელო-ვოინო, როგორ ახერხებთ, რომ ღამით ლოცულობთ, დღისით კი ხალხს ჭრით?

საქმე ისაა, რომ აღმსარებელმა პატრიარქმა ტიხონმა, როდესაც გაიგო, რომ პროფესორმა ვოინო-იასენცკელმა სამდღვდელო ხარისხი მიიღო, აკურთხა იგი, გაეგრძელებინა ქირურგიული საქმიანობა. მამა ვალენტინმა (მომავალმა მღვდელმთავარმა ლუკამ) ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უპასუხა პეტერსს (ბრალდების მხარესს):

– მე ადამიანებს ვჭრი მათივე გადასარჩენად, თქვენ კი რის გამო ჭრით მათ, მოქალაქე საზოგადოებრივო ბრალმდებელო?

დარბაზი მოწონების შეძახილებითა და აპლოდისმენტებით შეხვდა პასუხს. ხალხის სიმპათიები ქირურგი მღვდლისკენ გადაიხარა. მას ტაშს უკრავდნენ მუშებიც, ექიმებიც. პეტერსის აზრით, შემდეგ შეკითხვას ნამდვილად უნდა შეეცვალა აუდიტორიის განწყობა:

– როგორ გწამთ თქვენ ღმერთი, მღვდელო და პროფესორო იასენეცკელო-ვოინო? განა, თქვენ გინახავთ ის, თქვენი ღმერთი?

– ღმერთი მე მართლაც არ მინახავს, მოქალაქე საზოგადოებრივო ბრალმდებელო, მაგრამ მე ბევრი ოპერაცია გამიკეთებია ტვინზე და როდესაც თავის ქალას ვხსნიდი, არასდროს დამინახავს იქ ჭკუა ან სინდისი.

თავმჯდომარის ზარის წკარუნი დარბაზის შეუჩერებელ ხარხარში ჩაიძირა.

ექიმების წინააღმდეგ შეკერილი საქმე ნაკერებზევე დაიფხრიწა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი