რჩევები

ხუთდღიანი ექსპრესდიეტა

№15

ავტორი: ანი რევია 10:00 20.04

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა საკმაოდ ეფექტურია მათთვის, ვისაც სასწრაფოდ უნდა, დაახლოებით, ოთხი-ხუთი ზედმეტი კილოგრამის დაკლება. დღეში ერთ კილოგრამამდე დაიკლებთ და შესაბამისად – ხუთ დღეში ოთხ-ხუთ კილოგრამს. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ დიდხანს ამ დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული. დიეტის გამეორება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ.

თუ თავს ხელში აიყვანთ და მოყვანილ რეკომენდაციებს ზედმიწევნით დაიცავთ, წონის დაკლება გარანტირებული გექნებათ.

დილით, საუზმეზე, მიირთვით მაგრად მოხარშული 1 კვერცხი და დააყოლეთ ერთი ჭიქა ახლად გამოწურული გრეიპფრუტის წვენი.

სამი საათის შემდეგ – 150 გრამი უცხიმო ხაჭო და უშაქრო მწვანე ჩაი.

სამი საათის შემდეგ – 150 გრამი ხაჭო, მაგრად მოხარშული 1 კვერცხი, 1 ჭიქა წყალში გაზავებული ლიმონის წვენი ან 1 ცალი მწვანე ვაშლი.

ამის მერე, დილამდე, უნდა სვათ გაზგასული მინერალური წყალი.

მოამზადა ანი რევიამ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი