ბანანისა და რძის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00
ბანანისა და რძის დიეტა საკმაოდ ეფექტურია, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში ის უნდა გამორიცხოთ – ასეთი დიეტის დაცვა არ არის რეკომენდებული ნაწლავებისა და კუჭის ქრონიკული დაავადებების დროს. თუ არ გაქვთ სანაღვლე გზების, ღვიძლისა და თირკმლების დაავადება, ასევე, კუჭის წყლული, შეგიძლიათ, თამამად დაიცვათ ეს დიეტა და სამ დღეში, დაახლოებით, 2 ზედმეტი კილოგრამი დაიკლოთ.
სანამ დიეტას დაიწყებთ, წინა ორი დღე არ მიირთვათ შემწვარი, ცხიმიანი, შებოლილი, ძალიან ტკბილი და მარიალიანი საკვები. დიეტის დროს კი მიირთვით მხოლოდ მწიფე ბანანი. სხვათა შორის, დიეტის დროს, ნაწლავები სუფთავდება, ნივთიერებათა ცვლა ნორმალიზდება, უმჯობესდება კანის მდგომარეობა.
პირველი დღე – დღის განმავლობაში მიირთვით სამი ცალი ბანანი, 2 მწვანე ვაშლი და დალიეთ სამი ჭიქა უცხიმო რძე.
მეორე დღე – დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ სამი ცალი ბანანი და 200 გრამი ხაჭო. დალიეთ ლიმონიანი წყალი.
მესამე დღე – დღის განმავლობაში მიირთვით 3 ცალი ბანანი, 2 მწვანე ვაშლი და სამი ჭიქა უცხიმო რძე.
დიეტის დროს შიმშილის გრძნობა შეგიძლიათ, უშაქრო მწვანე ჩაით დაიკმაყოფილოთ. დიეტა მკაცრია, თუმცა, დღე-ღამეში დაახლოებით, ერთ ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ და გაზაფხულის დღეებში ფორმაში იქნებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




