რჩევები

როგორ დავუბრუნოთ კბილებს სიჯანსაღე და სიქათქათე

№15

ავტორი: ნია დვალი 11:00

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

არაჯანსაღი კვება, ქიმიური დანამატები, ყავა, მუქი ჩაი, სიგარეტი, არასწორად შერჩეული კბილის პასტა და სხვა ბევრი ფაქტორი კბილების დაზიანებასა და მისი ემალის ფერის მკვეთრ შეცვლას იწვევს. კბილების სიჯანსაღისა და სიქათქათის აღსადგენად არსებობს ბუნებრივი საშუალებები, რომელთა გამოყენებასაც სტომატოლოგთან ვიზიტის გარეშე, სახლის პირობებში, თავადაც შეძლებთ. კერძოდ:

* ნახშირი - აქტივირებული ნახშირის ტაბლეტი, შეიზილეთ კბილებზე. მართალია, მას არასასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ ხსნის ყვითელ ნადებს და ათეთრებს კბილებს. ამ პროცედურის შემდეგ ნახშირის შავი ლაქები რომ მოიცილოთ, პირის ღრუში წყალი გამოივლეთ.

* სოდა – სცადეთ კბილების გახეხვა კბილის პასტისა და საკვები სოდის ნაერთით. რამდენიმე დღეში, კბილები უფრო და უფრო თეთრი გახდება.

* მარწყვი – მარწყვი დაჭყლიტეთ, ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და კბილები 5 წუთის განმავლობაში კარგად გაიხეხეთ. ამ პროცედურის შემდეგ, კბილების პასტით გამოხეხვაც არ დაგავიწყდეთ, რადგან კბილის პასტა კბილებს მარწყვის წვენისგან და დარჩენილი ნაწილაკებისგან გაწმენდს. აღნიშნული პროცედურა, შეგიძლიათ, კვირაში 2-3-ჯერ გაიმეოროთ.

* ლიმონი – კბილებზე წაისვით ლიმონის ქერქის თეთრი ფენა და შემდეგ გამოივლეთ წყალი.

* ალოე – კბილები რომ ქათქათებდეს, კვირაში ორჯერ ისინი ალოეს წვენით ან გელით გაიწმინდეთ.

* ზეითუნის ზეთი – კბილის გაყვითლებული ადგილები გაიწმინდეთ ზეითუნის ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით. 3-4 პროცედურის შემდეგ ყვითელი ლაქები უკვალოდ ქრება. გამეორება ყოველთვიურად შეგიძლიათ.

* ფორთოხალი და დაფნა – 3 ცალი დაფნის ფოთოლი მოხარშეთ, გადაწურეთ და თბილს შეურიეთ 1 ცალი ფორთოხლის დაბლენდერებული კანი, ისე, რომ სქელი ფაფისებური მასა მიიღოთ. ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და კბილები 5 წუთის განმავლობაში, კარგად გაიხეხეთ. შეგიძლიათ, ეს პროცედურა რეგულარულად ჩაიტაროთ, რადგან ფორთოხლის კანში შემავალი C ვიტამინი კბილებს ათეთრებს, დაფნა კი დეზინფექციას უტარებს პირის ღრუს.

* ქოქოსის ზეთი – თუ პირის ღრუში ყოველდღე 5-10 წუთით ქოქოსის ზეთს ჩაიგუბებთ, კბილები სულ მალე გაცილებით თეთრი გახდება.

* სოდა და ლიმონი – ჩაყარეთ მინის ჭურჭელში ერთი სადილის კოვზი სოდა, დაასხით მას ამდენივე რაოდენობის ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მასა ჯერ აქაფდება, შემდეგ კი ჟელესებური გახდება. ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და გაიხეხეთ კბილები. ეს მეთოდი, კბილებზე გაჩენილ მოყვითალო ნადებს მარტივად და ეფექტურად მოაცილებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი