რჩევები

კითხვა-პასუხი

№14

ავტორი: ანი რევია 12:00

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ყოველდღიურად ვიბან თმას და ყოველთვის დიდი რაოდენობით შამპუნს ვიყენებ. ეს ხომ არ იქნება თმის სტრუქტურისთვის საზიანო?

პასუხი: თუ თავს ყოველდღიურად იბანთ, არ არის საჭირო შამპუნის რამდენჯერმე წასმა. დიდი რაოდენობით შამპუნი სჭირდება მას, ვინც თავს კვირაში ერთხელ ან ორჯერ იბანს.

კითხვა: ვიცი, კონდენციონერი თმას იცავს. თუ შეიძლება, მიპასუხოთ, ის მხოლოდ თმის ბოლოებზე უნდა შევიზილო თუ ძირებშიც?

პასუხი: თმის კონდენციონერი არა მხოლოდ იცავს თმას, არამედ მას ბზინვარებასა და სირბილეს ანიჭებს. მთავარია, კონდენციონერი თმის ძირებში არ შეიზილოთ.

კითხვა: წლებია, სახისთვის ერთი ფირმის საცხს ვიყენებ. ხომ არ არის აუცილებელი მისი შეცვლა? ანუ, რამდენად რეკომენდებულია სახის საცხის ცვლა?

პასუხი: თუ რომელიმე კონკრეტული კრემი თქვენი სახისთვის კარგია, შეგიძლიათ, განაგრძოთ მისი გამოყენება. მაგრამ, თუ ვეღარ იღებთ ადრინდელ შედეგს, შეგიძლიათ, ის სხვა საცხით ჩაანაცვლოთ.

კითხვა: გამოსაჩენ ადგილას მაქვს საკმაოდ დიდი ზომის მოყავისფრო-მოწითალო შეფერილობის ხალი და ძალიან მაკომპლექსებს, როცა მასზე ვინმე მაკვირდება. გადავწყვიტე მისი მოშორება მოწვით და ჯანმრთელობისთვის ხომ არ არის საშიში?

პასუხი: ხალები კანზე პიგმენტური წარმონაქმნია. ხალები სხვადასხვა ფორმისა და შეფერილობისაა. ხალების უმეტესობა არ არის სახიფათო და არც მათი მოშორებაა ჯანმრთელობისთვის საშიში. თუმცა, სანამ მის მოშორებას გადაწყვეტთ, უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს და დაადგინოთ, არის თუ არა მოსალოდნელი რაიმე გართულება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი