რჩევები

წონაში უსწრაფესად დასაკლები 3-დღიანი დიეტა

№38

ავტორი: ანი რევია 11:00 11.07

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა განკუთვნილია მათთვის, ვისაც, სასწრაფოდ სჭირდება წონაში დაკლება. თუმცა, თუ გსურთ, რომ მერე ისევ არ მოიმატოთ ან კიდევ მოიკლოთ კილოგრამები, სამ-სამი დღის შუალედით, სამჯერ გაიმეორეთ. მერე, ერთი თვე შეისვენეთ და ისევ თავიდან დაიწყეთ: 3 დღე დიეტა – 3 დღე დასვენება და ისევ 3-ჯერ.

პირველი დღე

9 საათი: 1 ფინჯანი უშაქრო ყავა ან 1 ჭიქა მწვანე ჩაი.

12 საათი: 1 ჩაის ჭიქა უცხიმო მაწონი.

15 საათი: 1 ჩაის ჭიქა ხილის წვენი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ნაჭერი ორცხობილა.

18 საათი: მიირთვით სალათა – დაჭერით 1 კონა სალათის ფოთოლი, 1 ცალი გათლილი კიტრი, ცოტ-ცოტა ყველანაირი მწვანილი, ნახევარი კონა მწვანე ხახვი, შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ზეთი, 1 ჩაის კოვზი ძმარი. შეგიძლიათ, მიაყოლოთ 1 ცალი მოხარშული სოსისი და დესერტად – 1 ცალი ვაშლი ან ფორთოხალი.

21 საათი: 1 ჭიქა მაწონი ან ხილის წვენი.

მეორე დღე

9 საათი: 1 ფინჯანი უშაქრო ყავა ან მწვანე ჩაი.

12 საათი: 1 ჩაის ჭიქა უცხიმო კეფირი.

15 საათი: 200 გრამი მოხარშული ქათმის ფილე და 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

18 საათი: 1 ცალი ვაშლის, 1 ცალი ფორთოხლის, 1 ცალი ბანანისა და 1 გრეიპფრუტის სალათა, 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

21 საათი: 1 ჩაის ჭიქა მაწონი.

მესამე დღე

9 საათი: 1 ჩაის ჭიქა გაზგასულ მინერალურ წყალში ჩაწურეთ ნახევარი ლიმონი და უზმოზე მიირთვით.

12 საათი: 2 სადილის კოვზი უცხიმოდ მოხარშული წიწიბურა და 1 ჩაის ჭიქა ხილის წვენი.

15 საათი: 200 გრამი მოხარშული უცხიმო თევზი და ცოტა ბოსტნეულის სალათა.

18 საათი: 1 ჩაის ჭიქა მაწონი.

21 საათი: ხილის ასორტი, ოღონდ ბანანის გარდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი