რჩევები

სახლში დამზადებული თმის ნიღბების სიკეთე

№36

ავტორი: ანი რევია 15:00

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

თმა წელიწადის ნებისმიერ სეზონზე განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. ამისთვის კი სულაც არაა საჭირო ძვირად ღირებული საშუალებების გამოყენება. საკუთარი ხელით დამზადებული ნატურალური ნიღბები შესანიშნავი ალტერნატივაა.

* ნიღაბი ყველა ტიპის თმისთვის – თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს კონიაკი და თაფლი. დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად მოურიეთ. მიღებული მასა წაისვით სუფთა თმაზე, გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ. ბოლოს გადაივლეთ წყალში გახსნილი ლიმონის წვენი;

* თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგო ნიღაბი – ალოეს წვენი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ თაფლსა და კვერცხის გულს. მიღებული მასა წაისვით სუფთა თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ;

* თმის ცვენის შესაჩერებელი და გაყოფილი ბოლოების აღმდგენი ნიღაბი – 1 სადილის კოვზ თაფლს შეურიეთ 1 კვერცხი და 2 სადილის კოვზი ცივად გამოხდილი ზეითუნის ზეთი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მომზადებული ნიღაბი გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ 45 წუთი და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ;

* თმის სიგრძეში გასაზრდელი ნიღაბი – ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია თვეში 3-ჯერ. ამისთვის დაგჭირდებათ 1 სადილის კოვზი დემიქსიდი, რომელიც თავისუფლად იყიდება აფთიაქებში და 3 სადილის კოვზი ქაცვის ზეთი. შეათბეთ ქაცვის ზეთი, დაუმატეთ დემიქსიდი და კარგად შეიზილეთ თმის ძირებსა და თავის კანში. კარგად შეიფუთეთ პირსახოცით და გაიჩერეთ 2 საათი, შემდეგ კი ჩამოიბანეთ. გარდა თმის სწრაფად ზრდისა, ეს ნიღაბი თმას განსაკუთრებულ ბზინვარებასა და ჯანსაღ იერს ანიჭებს;

* თმის მბზინვარებისა და დარბილების ეფექტის მიმნიჭებელი ნიღაბი – 1 კვერცხი, 1 სადილის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა რძე კარგად ათქვიფეთ და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.

ასევე, კარგია, თუ ყოველი დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლებთ, თბილ წყალში გახსნილ ვაშლის ძმარს. ის თმას არბილებს, ქერტლს აშორებს და ანიჭებს ბზვინვარებას. ასევე, კარგია მაიონეზისა და ლიმონის წვენის ნაზავი, რომელიც თმას ამაგრებს და იცავს ნეგატიური ზემოქმედებისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი