რჩევები

წონაში სწრაფად დასაკლები ხაჭოსა და კვერცხის დიეტა

№30

ავტორი: ანი რევია 11:00 01.08, 2022 წელი

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა საკმაოდ სწრაფად დაგაკლებინებთ წონაში, მთავარია, ნებისყოფა გამოიჩინოთ. თუ გადაწყვეტთ მის შესრულებას, ოთხ დღეში, დაახლოებით, სამ ზედმეტ კილოგრამს მოიკლებთ. ამისთვის კი დილით, საუზმეზე მხოლოდ ერთი, კარგად მოხარშული კვერცხი უნდა მიირთვათ, სამი საათის შემდეგ 150 გრამი უცხიმო ხაჭო და მიაყოლოთ უშაქრო მწვანე ჩაი. სამი საათის შემდეგ – კვლავ 150 გრამი ხაჭო და უშაქრო მწვანე ჩაი. ძილის წინ კი – მხოლოდ მწვანე უშაქრო ჩაი.

როცა შიმშილი შეგაწუხებთ, მიირთვით უმი, გახეხილი სტაფილო, ზეთისა და ყოველგვარი დანამატის გარეშე. ასევე, სვით მინერალური წყალი და ბევრი იარეთ ფეხით.

დიეტა საკმაოდ მკაცრია, ამიტომ, მისი გამეორება მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეგიძლიათ. ხოლო, დიეტის შემდგომ წონა რომ შეინარჩუნოთ, ეცადეთ, მსუბუქად დანაყრდეთ და მოერიდოთ ტკბილეულს, შემწვარ, ცხიმიან საკვებსა და საფუვრიან პურ-ფუნთუშეულს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი