წონაში დასაკლები და საჭმლის მონელების მოსაწესრიგებელი მაწვნის დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 11.04, 2022 წელი

მაწონი ძალიან სასარგებლო პროდუქტია. ის აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ზედმეტი წონის სწრაფად მოცილებას. მაწვნის დიეტას საფუძვლად უდევს დღიური რაციონის 1 800-1 200 კილოკალორიამდე შემცირება, რისთვისაც იზღუდება ან რაციონიდან გამოირიცხება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები – შაქარი, პურ-ფუნთუშეული, კარტოფილი. სასურველია, ხორცი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები უცხიმო მიირთვათ. არ იზღუდება ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს, მაგალითად, სალათა, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილი. წყლის ოდენობა დღე-ღამეში 1,5 ლიტრს არ უნდა აღემატებოდეს. მარილი კი – 5 გრამს დღეში და უმჯობესია, მოაყაროთ უკვე მომზადებულ კერძს. საკვები სასურველია, მიირთვათ ერთსა და იმავე დროს. დიეტა 6-დღიანია და შეგიძლიათ დაიცვათ თვეში ერთხელ ან ორჯერ.
პირველი, მესამე და მეხუთე დღე
საუზმე – 1 ჭიქა მაწონი და ერთი ნაჭერი გახუხული პური.
მეორე საუზმე – 2 ვაშლი, 1 ჭიქა მაწონი.
სადილი – ბოსტნეულის სალათა, ვინეგრეტი ან მჟავე კომბოსტო.
სამხარი – 1 ჭიქა მაწონი.
ვახშამი – 1 ნაჭერი ყველი, 1 ცალი ვაშლი.
ძილის წინ – 1 ჭიქა მაწონი.
მეორე, მეოთხე და მეექვსე დღე
საუზმე – 1 ჭიქა მაწონი.
მეორე საუზმე – 1 ჭიქა ხილის წვენი.
სადილი – 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.
სამხარი – ხილი, უმჯობესია ვაშლი.
ვახშამი – 1 ცალი გამომცხვარი სტაფილო, პურის პატარა ნაჭერი.
ძილის წინ – ერთი ჭიქა მაწონი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან