რჩევები

ცხიმიანი და მშრალი სახის კანის გამაახალგაზრდავებელი კომბოსტოს ნიღბები

№52

ავტორი: ანი რევია 11:00 06.01, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

კომბოსტო ძალიან სასარგებლო და ეფექტურია კანის ჯანმრთელობისთვის. მისი ფოთლებისგან დამზადებული ნიღბები ნებისმიერი ტიპის კანს უხდება, მას დამაწყნარებელი და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

* კომბოსტოს ნიღაბი ცხიმიანი სახის კანისთვის – ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის ძალიან მარტივი რეცეპტი არსებობს: 200 გრამი კომბოსტო გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და შეურიეთ 1 ცალი კვერცხის ცილა. შემდეგ კარგად დააბლენდერეთ რბილი კრემის კონსისტენციის მასის მიღებამდე და სახეზე წაისვით. ამ ნიღბის ეფექტს, დატანიდან მალე იგრძნობთ. 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

* სახის კანის გამაახალგაზრდავებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი – ეს ნიღაბი ნაოჭების გასწორებისა და კანისთვის სიგლუვის მატებისთვის, ასევე სიბერის პროფილაქტიკისთვის გამოგადეგაბთ: 200 გრამ დაბლენდერებულ კომბოსტოს შეურიეთ 100 მილილიტრი ვაშლის წვენი. მიღებულ ნარევს დაუმატეთ 20 გრამი ნებისმიერი სახის ნატურალური თაფლი და 10 გრამი საფუარი. ეს ნიღაბი დაიდეთ სახის კანსა და კისერზე 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ამით თქვენს კანს ასაკთან შებრძოლების ძალას მისცემთ და ვიტამინებითა და მინერალებითაც გამოკვებავთ. თუ ამ ნიღაბს რეგულარულად გამოიყენებთ, თქვენი კანის მდგომარეობა სწრაფად და შესამჩნევად გაუმჯობესდება. მისი მეშვეობით, მინიმუმ, 10 წელს მოიკლებთ.

*კომბოსტოს ნიღაბი მშრალი კანისთვის – თუ კანის სიმშრალე გაწუხებთ და გექერცლებათ, ეს ტენისა და საკვები ნივთიერებების ნაკლებობაზე მიგანიშნებთ. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, კომბოსტოს ნიღბის სპეციალური რეცეპტი არსებობს: აურიეთ კომბოსტოს 3 დაქუცმაცებული ფოთოლი და კვერცხის გული. მიღებულ მასაში რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი ჩააწვეთეთ და დააბლენდერეთ. მიღებული მასა კანზე 20 წუთით დაიდეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კანს დაარბილებს, აბრეშუმისებრსა და ჯანმრთელად მბზინვარეს გახდის.

* კომბოსტოს დამატენიანებელი ნიღაბი – სახის მშრალი კანისთვის შესანიშნავი რეცეპტი არსებობს: გამოწურეთ 50 გრამი კომბოსტოს წვენი. შემდეგ გახეხეთ სახეხზე 1 სტაფილო და მდუღარე რძეში მოშუშეთ. ჩაასხით 1 სუფრის კოვზი მიღებული მასა მომზადებულ კომბოსტოს წვენში და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი. მომზადებული ნარევი სახეზე 5 წუთით დაიტანეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი თქვენს კანს სიმკვრივესა და სირბილეს დაუბრუნებს. შესამჩნევ პროგრესს სულ რამდენიმე მოხმარების შემდეგ იგრძნობთ.

*კომბოსტოს ნიღაბი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ – შესანიშნავი რეცეპტია, რომელიც პიგმენტურ ლაქებსა და ჭორფლთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ამ პროცედურისთვის ჯერ სახე უნდა შეამზადოთ: ფრთხილად გაიწმინდეთ სახე ზეითუნის ან სიმინდის ზეთით. 1 ლიტრ ცხელ წყალში გახსენით, 1 ჩაის კოვზი საკვები სოდა. დაასველეთ მასში ქაღალდის ხელსახოცი და სახეზე 5 წუთით დაიფინეთ. როდესაც სახეს მოამზადებთ, მასზე კომბოსტოს რამდენიმე ფურცლისგან მომზადებული ფაფა წაისვით და 20 წუთით დაიტოვეთ. ამ ნიღბის ეფექტურობაში მალევე დარწმუნდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი