წიწიბურას დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 14.04

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით, ადვილად აღიდგენთ იმუნიტეტს და წონაში დაკლებასაც მარტივად შეძლებთ.
საღამოს მოხარშეთ 2 ჭიქა წიწიბურა 5 ჭიქა წყალში. გაღვიძებისთანავე, უზმოზე დალიეთ 1 ჭიქა ცხელი წყალი, ნახევარი საათის შემდეგ კი მიირთვით 3 ნაწილად გაყოფილი წიწიბურას 1 ულუფა, კეფირთან ან მაწონთან ერთად. მიაყოლეთ უშაქრო ჩაი ან ახალგამოწურული ხილის წვენი.
სადილზე მიირთვით მეორე ულუფა, ხოლო ვახშამზე კი – მესამე.
შუალედებში აუცილებელია 2 ლიტრამდე სითხის მიღება. მოერიდეთ შაქრიან, ტკბილ და გაზიან სასმელს.
ამ დიეტის ხანგრძლივობა ერთი კვირაა. ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად მოიკლებთ წონაში და იმუნიტეტის აღდგენასაც ენერგიის მომატებით იგრძნობთ. დიეტის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ, დილაობით კვლავ წიწიბურა მიირთვათ, რაც მიღწეული წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ დიეტის გამეორება მხოლოდ 1 თვის შემდეგაა რეკომენდებული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან