რჩევები

ცილოვანი დიეტა

№25

ავტორი: ანი რევია 11:00 24.06

დიეტა
დაკოპირებულია

ცილოვანი დიეტის უპირატესობა ისაა, რომ ერთ კვირაში, დაახლოებით, 4 ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ და დიეტის დასრულების შემდეგ წონას ადვილად შეინარჩუნებთ. აუცილებელია, ის საკვები, რომელიც დიეტაშია მითითებული, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მიიღოთ. არ დაგავიწყდეთ, შუალედებში სვათ წყალი.

ეცადეთ, საუზმის დრო ისე დაგეგმოთ, რომ ყოველ ორ საათში იკვებოთ და თან, 7 საათის შემდეგ ჭამა არ მოგიწიოთ.

საუზმე – თქვენთვის მისაღებ დროს: 1 ნაჭერი ყველი, 1 თოხლოდ მოხარშული კვერცხი და უშაქრო მწვანე ჩაი.

ორი საათის შემდეგ: 100 გრამი ხაჭო და 1 ცალი კიტრი.

ორი საათის შემდეგ: 200 გრამი მოხარშული ხორცი, სალათის ფურცლები და 1 ჭიქა გრეიპფრუტის წვენი.

ორი საათის შემდეგ: 100 გრამი ხაჭო და 1 ცალი მწვანე ვაშლი.

ორი საათის შემდეგ: 200 გრამი მაწონი, 1 თოხლოდ მოხარშული კვერცხი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

16-22 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა