წელიდან ზედმეტი ცხიმის მოსაცილებელი დიეტა
ავტორი: ანი რევია 11:00 11.09

მართალია, ეს დიეტა მკაცრია, სამაგიეროდ, წელზე ზედმეტ კილოგრამებს მოგაშორებთ, საერთო ჯამში კი, კვირაში 3-იდან 5 კილოგრამამდე დაიკლებთ. დიეტის დროს შეგიძლიათ, მიირთვათ უშაქრო ჩაი ან ყავა, მაგრამ არანაირი ტკბილეული, ცომეული და გაზიანი სასმელი. აუცილებელია მარტივი, წოლითი ვარჯიშების გაკეთებაც.
9 საათზე: ჭამამდე 15 წუთით ადრე დალიეთ 1 ჭიქა წყალი, შემდეგ კი მიირთვით 1 ულუფა შვრიის ფაფა მარილის, შაქრისა და ცხიმის გარეშე, 2 კოვზი თაფლითა და 5 ცალი ნიგვზით.
12 საათზე: 1 ჭიქა იოგურტი, 1 ცალი ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.
3 საათზე: 250 გრამი მოხარშული თევზი, ცოცხალი ბოსტნეულის სალათა მწვანილებით, ანანასის ახალგამოწურული წვენი.
6 საათზე: 150 გრამი ხაჭო, ანანასი.
დაძინებამდე ერთი საათით ადრე: კეფირი.
თუ ნებისყოფა გეყოფათ და ამ დიეტას ერთი კვირის განმავლობაში ზედმიწევნით დაიცავთ, შედეგით გაოცდებით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...