რჩევები

სწრაფად დასაკლები და ენერგიის მოსამატებელი 6-დღიანი დიეტა

№20

ავტორი: ანი რევია 11:00 23.05

დიეტა
დაკოპირებულია

ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც წონაში სწრაფად კლებასთან ერთად, ორგანიზმის გაწმენდა, ენერგიის მომატება და გაახალგაზრდავება სურს.

თუ ნებისყოფა გყოფნით, გრძნობთ, რომ ზედმეტმა კილოგრამებმა ენერგია დაგიქვეითათ და შრომისუნარიანობამაც დაიკლო, მაშინ აუცილებლად უნდა სცადოთ.

ყოველ საღამოს დადგით ერთი ჭიქა წყალი და უზმოზე დალიეთ. დანარჩენი დღის მენიუ კი გადაანაწილეთ ულუფებად და მიირთვით დღის განმავლობაში, როცა მოგშივდებათ.

პირველი დღე – 6 მოხარშული კვერცხი.

მეორე დღე – 500 გრამი ხაჭო.

მესამე დღე – 700 გრამი ქათმის ფილე;

მეოთხე დღე – 200 გრამი მოხარშული ბრინჯი.

მეხუთე დღე – 6 ცალი საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი;

მეექვსე დღე – 1 კილოგრამი ვაშლი.

თუ შიმშილის გრძნობამ ძალიან შეგაწუხებთ, შეგიძლიათ, მიირთვათ კიტრი ან უშაქრო მწვანე ჩაი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...