კითხვა-პასუხი
ავტორი: ანი რევია 31 წუთის წინ
კითხვა: ამ სეზონზე საშინლად გამომიშრა კანი. შეგიძლიათ მირჩიოთ, როგორ დავიტენიანო?
პასუხი: აარჩიეთ კრემები, სადაც არის ლიპიდები, მცენარეული კოსმეტიკური ზეთები, ცერამიდები. გამოიყენეთ მაღალი SPF-ის მქონე დამცავი საშუალება. შეარჩიეთ შედარებით რბილი გამწმენდი და ერიდეთ აგრესიულ სკრაბებს. მშრალ კანს კვირაში ერთხელ ან ორჯერ სჭირდება დამატენიანებელი ნიღაბი. ასეთს კი ბანანის, ხაჭოსა და არაჟნის ნებისმიერი კონცენტრაციით მიიღებთ. ასევე, უნდა სვათ, დღეში 2 ლიტრი სითხე, იხმაროთ აქტიური კოსმეტიკა, რომელიც აძლიერებს ჰიდროლიპიდურ შრეს და ხელს უშლის წყლის ზედმეტ აორთქლებას. ესაა დამატენიანებელი კრემები და ნიღბები. ეს კოსმეტიკა, ასევე, ებრძვის ფოტოდაბერების პროცესს. ხშირად არ გამოიყენოთ ძლიერ პილინგები.
კითხვა: რისგან მომზადებული კრემია ზამთარში კარგი მშრალი კანისთვის, რომელიც ეფექტურიც იქნება და უსაფრთხოც?
პასუხი: ზამთარში, განსაკუთრებით მშრალი კანისათვის, კარგია კოსმეტიკური ზეთებით გაჯერებული, სუფთა თაფლის სანთელსა და ნატურალურ დინდგელზე მომზადებული მკვებავი კრემები.
კითხვა: რამდენად ეფექტურია ყურძნის წიპწისგან დამზადებული ზეთის წასმა აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის?
პასუხი: ყურძნის წიპწის ზეთი იდეალურია ნორმალური, ცხიმიანი, ასევე, აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



