რჩევები

სტაფილოს სალათის დიეტა

№8

ავტორი: ანი რევია 15:40

დიეტა
დაკოპირებულია

სტაფილო უამრავ ისეთ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც ორგანიზმიდან მავნე ნარჩენების გამოდევნას უწყობს ხელს. სტაფილო კარგია მხედველობისთვის, ფიზიკური განვითარებისთვის, ზრდის ინფექციებისადმი ორგანიზმის მდგრადობას.

დიეტის ხანგრძლივობა 4 დღეა. ამ დროში, ორგანიზმის გაწმენდა-გაკაჟებასთან ერთად, თქვენ არასასურველ კილოგრამებსაც დაემშვიდობებით. დიეტის განმავლობაში შეგიძლიათ, დალიოთ სტაფილოს წვენი და აუცილებლად – დიდი რაოდენობით წყალი.

ოთხი დღის შემდეგ მნიშვნელოვან სიმსუბუქეს იგრძნობთ, ორგანიზმი გაიწმინდება, ნივთიერებათა ცვლა გაუმჯობესდება, მოგემატებათ სასიცოცხლო ძალები. მნიშვნელოვანია, დიეტის შემდეგ ბალანსირებულად იკვებოთ.

დიეტის საფუძველია სტაფილოს სალათა, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 კილოგრამი სტაფილო, ერთი ცალი ლიმონი, 1 სადილის კოვზი სელის თესლი და ერთი სადილის კოვზი თაფლი. გახეხეთ სტაფილო, დაამატეთ ლიმონის წვენი, სელის თესლისა და თაფლის ნარევი. სალათა გაყავით სამ ნაწილად და მიირთვით დღის განმავლობაში. აუცილებელია ის მაცივარში ინახებოდეს.

სალათა ყოველდღიურად ახალი უნდა მოამზადოთ.

პირველი სამი დღის განმავლობაში, როცა შიმშილის გრძნობა შეგაწუხებთ, დღის განმავლობაში შეგიძლიათ, მიირთვათ ერთი სახეობის ხილი, მაგალითდ, ვაშლი, კივი, ფორთოხალი ან გრეიპფრუტი.

დიეტის ბოლო, მეოთხე დღეს შეგიძლიათ, სადილზე მიირთვათ ერთი მოხარშული კვერცხი, ვახშმად კი 100 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი.

გაითვალისწინეთ, რომ სტაფილოს დიეტა არ არის რეკომენდებული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

მოამზადა ანი რევიამ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი