რჩევები

სიბერის შესაჩერებელი და ცხიმის დამწველი კოქტეილები

№25

ავტორი: ანი რევია 11:00 27.06

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

იმისთვის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, ორგანიზმში ზედმეტი ცხიმები დაწვათ და თან, ენერგიით იყოთ სავსე, აუცილებელია, ნატურალური კოქტეილების მიღება, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად მოამზადებთ. დიეტური კოქტეილები, გარდა იმისა, რომ გემრიელია, დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, ახანგრძლივებს სიცოცხლეს, ხელს უწყობს ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას, წონაში კლებასა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

ციტრუსის კოქტეილი – მდიდარია C ვიტამინით, ორგანიზმს ავსებს ენერგიით, ხსნის დაღლილობას, ასტიმულირებს უჯრედულ მეტაბოლიზმს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. ერთმანეთში შეურიეთ 50 მილილიტრი ლიმონის წვენი, 100 მილილიტრი ფორთოხლის წვენი, 100 მილილიტრი გრეიპფრუტის წვენი და დალიეთ დღის განმავლობაში, ჭამის წინ.

ბოსტნეულის კოქტეილი – ორგანიზმიდან გამოაქვს მავნე ნივთიერებები და ამარაგებს ვიტამინებით, ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ახანგრძლივებს ახალგაზრდობას. ასევე, შეიცავს ბეტა კაროტინს, რაც აუმჯობესებს მხედველობას. ერთმანეთში შეურიეთ 200 მილილიტრი ახალი სტაფილოს წვენი, 70 მილილიტრი წითელი ჭარხლის წვენი და 70 მილილიტრი ნიახურის წვენი და სვით დღის განმავლობაში.

მწვანე კოქტეილი – წმენდს ორგანიზმს, ეხმარება ზედმეტი წონის კლებაში, გარდა ამისა, ებრძვის კიბოს უჯრედების განვითარებას. დააბლენდერეთ 1 ცალი კიტრი, 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 კონა ნიახური, ნახევარი კონა ისპანახი, 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა, დაუმატეთ ცოტა კოჭა, 2 ჭიქა იოგურტი ან მინერალური წყალი. გადაანაწილეთ და სვით დღის განმავლობაში.

თეთრი კოქტეილი – ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს ცხიმის დაწვის პროცესს ორგანიზმში. ბლენდერში ჩაასხით 150 მილილიტრი სოიის რძე, 2 ჭიქა იოგურტი, 2 ჩაის კოვზი კაკლის ზეთი, 1 სადილის კოვზი თაფლი, დაამატეთ ცოტა დარიჩინი და კარგად ათქვიფეთ. დალიეთ დღის განმავლობაში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ხილის კოქტეილი – შეიცავს E ვიტამინს, მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მჟავების ცხიმოვანი ომეგა 3-ით, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს, იცავს მზის რადიაციისგან და უზრუნველყოფს რეპროდუქციული სისტემის მუშაობას. ბლენდერში მუჭით ჩაყარეთ მოცვი, ალუბალი და მარწყვი, დაასხით, 2 ლიტრი ხორბლის ან სელის ნახარში და დაამატეთ 100 გრამი იოგურტი. სვით დღის განმავლობაში.

კანის გამაახალგაზრდავებელი კოქტეილი – შეიცავს ბეტა-კაროტინს, ფოლიუმის მჟავას, C ვიტამინს, გოგირდს და მაგნიუმს. ეს კომპონენტები უწყობს ხელს, კანი მუდმივად ტონუსში იყოს და ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს. დააბლენდერეთ 1 კონა ნიახური, 1 პატარა სტაფილო, 1 ცალი ვაშლი და დალიეთ უზმოზე.

ცხიმის დამწველი კოქტეილი – აჩქარებს და აძლიერებს მეტაბოლიზმს, ცხიმი ადვილად იწვება და ადამიანი იწყებს წონაში კლებას. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები კი ახალგაზრდობას ახანგრძლივებს. ბლენდერში მოათავსეთ დაჭრილი ანანასი, 1 ცალი ლომონის წვენი და 1 ჭიქა იოგურტი. კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ 1 ჭიქა მინერალური წყალი. დალიეთ უზმოზე.

ასევე, კარგია, თუ კვირაში რამდენჯერმე მიიღებთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის გამაუმჯობესებელ და ნაწლავის ტრაქტის გამწმენდ კოქტეილს, რომელიც ენერგიას მატებს ორგანიზმს და ამავე დროს, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. ბლენდერში მოათავსეთ 1 ცალი კანგაცლილი კივი, 1 მწვანე ვაშლი, წითელი ყურძნის 10 ლებანი და 2 ნაჭერი ანანასი. შეგიძლიათ, დაამატოთ თქვენი საყვარელი კენკრა. ათქვიფეთ კარგად და მიირთვით დღის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული