რჩევები

შავი ქლიავის დიეტა

№29

ავტორი: ანი რევია 10:00 22.07

დიეტა
დაკოპირებულია

ქლიავი დაბალკალორიულია, ნაკლები ოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს, შაქარს და არ შეიცავს ქოლესტერინს. მდიდარია A და C ვიტამინებით, ასევე მასში დიდი ოდენობითაა მინერალები. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებაში ეხმარება. ქლიავს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისება. ის აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას და სწორედ ამ გზით ახდენს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის პრევენციას. შეიცავს საკვებ ბოჭკოებს, სორბიტოლს, ისატინს და გამოიყენება შეკრულობის საწინააღმდეგოდ, წარმოადგენს ბუნებრივ საფაღარათო საშუალებას. ქლიავი შეიცავს ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობით რკინას, კალიუმს, ფტორს.

შავი ქლიავის 3-დღიანი დიეტა, დაახლოებით 2 კილოგრამს დაგაკლებინებთ. ამასთანავე, მოგიწესრიგებთ ნაწლავების მუშაობას და გაწმენდს ორგანიზმს.

პირველი დღე

საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი, უშაქრო ყავა და 4 ცალი შავი ქლიავი.

სადილი: ცოცხლად გახეხილი 1 ცალი სტაფილოსა და დაჭრილი ბულგარული წიწაკის სალათა, 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 8 ცალი შავი ქლიავი.

ვახშამი: 1 ნაჭერი მოხარშული თევზი, 6 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.

მეორე დღე

საუზმე: 1 ჭიქა მაწონი და 5 ცალი შავი ქლიავი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 5-6 ცალი შავი ქლიავი.

ვახშამი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, 6 ცალი შავი ქლიავი და მწვანე, უშაქრო ჩაი.

მესამე დღე

საუზმე: 1 ულუფა შვრიის ფაფა, 6 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ყავა.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 6 ცალი შავი ქლიავი.

ვახშამი: 1 ჭიქა რძე, 5 ცალი შავი ქლიავი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა