სამ დღეში დაკლებული 3 კილოგრამი
ავტორი: ანი რევია 11:00 22.05

ეს დიეტა მკაცრი, თუმცა საკმაოდ შედეგიანია. მთავარია, დიეტის დროს რაციონიდან გამორიცხოთ მარილი, სახამებელი, შაქარი და ცხიმები. თუ გსურთ, რეალური შედეგი გქონდეთ, დღეში 700-800 კალორიაზე მეტი არ უნდა მიიღოთ.
პირველი დღე
საუზმე: 2 ცალი ფორთოხალი, ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა.
სადილი: 2 ცალი ფორთოხალი, მაგრად მოხარშული 2 კვერცხი, 1 ცალი პომიდორი, 40 გრამი ნუში, ერთი ჭიქა ყავა.
ვახშამი: 1 ცალი ქათმის კატლეტი; 1 ცალი პომიდვრის, 1 ცალი კიტრისა და 1 ცალი გრეიპფრუტის სალათა.
მეორე დღე
საუზმე: 2 ცალი ფორთოხალი, ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა.
სადილი: 1 თოხლოდ მოხარშული კვერცხი, 1 გრეიპფრუტი, ერთი ჭიქა შავი ყავა.
ვახშამი: 150 გრამი საქონლის ხორცი, სალათის ფურცლები, ერთი ჭიქა ჩაი.
მესამე დღე
საუზმე: 2 ფორთოხალი, ერთი ჭიქა ჩაი ან ყავა.
სადილი: 1 შემწვარი კვერცხი, 1 ცალი პომიდორი, ცოტა ყვავილოვანი კომბოსტო, ერთი ჭიქა ყავა.
ვახშამი: 150 გრამი მოხარშული თევზის ფილე, 1 ცალი კიტრი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან