რჩევები

სახის კანის ტონუსის ასამაღლებლად ლიმონი საუკეთესო საშუალებაა

№53

ავტორი: ანი რევია 11:00 04.01, 2021 წელი

სახის კანის მოვლა
დაკოპირებულია

გაიგეთ როგორ დაგეხმარებათ ლიმონი სახის კანის ტონუსის გაუმჯობესებაში, საინტერესო რჩევები თბილისელებისგან“

კანის ბრწყინვალება და უზადო ფერი ნებისმიერი ქალის ოცნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი კოსმეტიკური საშუალებაა, ლიმონი – ეს სეზონური ციტრუსი, საუკეთესო ბუნებრივი კომპონენტია, რომლისგან მომზადებული სახის ნიღბები სახის კანის ტონუსის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

🍋 ლაქების მოსაშორებლად – გამოწურეთ ერთი ლიმონი და წვენი ბამბის დისკის მეშვეობით წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ის გაგიუმჯობესებთ კანის ფერს, ასევე, გაგათავისუფლებთ ლაქებისგან.

🍋 სახის გასაწმენდად – შეურიეთ 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზ ტომატის წვენს და დაამატეთ 1 მწიკვი კურკუმა. ამ სამი ბუნებრივი კომპონენტის ზემოქმედება, საოცრად დადებითად მოქმედებს სახის კანზე. წაისვით მასა სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

🍋 კანის ფერის სიჯანსაღისთვის – 1 ჩაის კოვზ ლიმონის წვენს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი რძის ფხვნილი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ კი ცივი წყლით დაიბანეთ. გამოიყენეთ ეს ნიღაბი ყოველდღიურად.

🍋 სახის წმენდა და დატენიანება – ლიმონისა და ქოქოსის წყლის ნარევი, არა მხოლოდ აუმჯობესებს კანის ფერს, ის შესანიშნავად მოქმედებს, როგორც დამატენიანებელი საცხი და გამწმენდი საშუალება. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ქოქოსის წყალს და გამოიყენეთ როგორც ნიღაბი.

🍋 მოშვებული კანის საწინააღმდეგოდ – ნახევარი ლიმონის წვენი შეურიეთ 4 კოვზ სანდალის ხის ფხვნილს. თუ მასა ერთგვაროვანი არ გამოვიდა, შეგიძლიათ, ცოტაოდენი წყალი დაუმატოთ. წაისვით პასტა სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ეს ნიღაბი კანს გააღიავებს, დაარბილებს და ლაქებსაც მოგაცილებთ.


ასევე, კარგია 👉 ნიღაბი, რომელიც მოგაშორებთ ფერიმჭამელებს, აღადგენს უჯრედებს, აშრობს და ანათებს კანს:

დაგჭირდებათ 1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი რძე, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

გამოაცალკევეთ ცილა კვერცხის გულისგან, ათქვიფეთ და დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ. იმისთვის, რომ ნარევი უფრო წებოვანი, ანუ ბლანტი იყოს, დაამატეთ შვრიის ფანტელები. კარგად აურიეთ და ფრთხილად წაისვით სახეზე.

გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული რბილი ქსოვილით და დაიბანეთ ცივი წყლით ან გვირილის ნაყენით. გაიკეთეთ ნიღაბი საღამოს და შემდეგ აუცილებლად წაისვით თქვენი სახის კანის ტიპის შესაბამისი ღამის მკვებავი კრემი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი