რჩევები

როგორ უნდა შეარჩიოთ ხელის კანისთვის ინდივიდუალური კრემი

№3

ავტორი: ანი რევია 10:00 26.01, 2021 წელი

ხელის კრემის შერჩევა
დაკოპირებულია

ქარში, სიცივესა და ყინვაში ხელები წითლდება და  კანი შრება. მართალია, ამ დროს, ხელის კრემს ბევრი რეგულარულად მოიხმარს, მაგრამ აუცილებელია, იცოდეთ, როგორ შეარჩიოთ თქვენი ხელის კანის ტიპისთვის მისაღები კრემი. ასე რომ, უნდა გაარკვიოთ, რას უნდა შეიცავდეს კრემი, რომელიც თქვენი ხელის გამომშრალ კანს დაარბილებს.

* ცხიმოვანი მჟავები და კერამიდები – ეპიდერმისის რქოვანი შრის აღსადგენად საუკეთესო ინგრედიენტებს წარმოადგენს ომეგა-3 და ომეგა-6-ით მდიდარი მცენარეული ზეთები – არგანი, გარგარი, თხილი, ნუში, ჟოჟობა და შიისა და მანგოს კარაქი.
* ცვილები – ეპიდერმისის მიერ წყლის დაკარგვის შესაჩერებლად საუკეთესო საშუალებაა, ისინი კანის ზედაპირზე ქმნიან ოკლუზიურ და ნახევრად-ოკლუზიურ შრეს, რაც ხელს უშლის ქსოვილებში არსებული წყლის აორთქლებასა და ხელის გამოშრობას. თუ ხელის კრემი შეიცავს ფუტკრის ცვილს ან ქოქოსის ზეთს, ის ნამდვილად დაგეხმარებათ;
* დამატენიანებლები – ხელის დამატენიანებელი კრემი აუცილებლად უნდა შეიცავდეს გლიცერინს, შარდოვანას, სკვალანს, რომელთა შემადგენლობა ახლოს არის ადამიანის ცხიმთან;
* ანტირადიკალები – E ვიტამინი და კენკრა, რომელსაც ხელის კრემი შეიცავს, კანს გარეგანი აგრესიისგან იცავს. პანთენოლი (პროვიტამინი B5) კი ქსოვილის აღდგენას უწყობს ხელს და აუმჯობესებს მისი ტენიანობის ხარისხს. ასევე, კარგია თუ კრემის შემადგენლობაში შედის კალენდულა, ვარდის წყალი ან ბისაბოლოლი.
თუ ხელის კრემი შეიცავს სილიკონებს, მას უნდა ერიდოთ, რადგან ამ ნივთიერებებს იყენებენ კანზე მექანიკური ბარიერის შესაქმნელად. სილიკონები კანს იცავენ კლიმატის აგრესიული და ქიმიური ზემოქმედებისგან, თუმცა კანისთვის სასარგებლოს არაფერს შეიცავენ.


აღსანიშნავია, რომ ხელის ყველა კრემის მთავარი კომპონენტია წყალი – მისი შემცველობა 60-70%-ს უტოლდება. კრემის შემდგენლობაში ყოველთვის შედის ლანოლინი და გლიცერინიც. ეს ინგრედიენტები კვებავს და ატენიანებს კანს.

დანარჩენი კომპონენტების შემცველობა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა დანიშნულებით აპირებთ ხელის კრემის გამოყენებას. მაგალითად, A და E ვიტამინები არბილებენ, ათანაბრებენ კანს და ანელებენ დაბერების პროცესს.

თუ დამატენიანებელი ან დამარბილებელი კრემი გჭირდებათ, ის მცენარეულ ექსტრაქტებსა და ზეთებს უნდა შეიცავდეს. კომპონენტები მასში აუცილებლად უნდა იყოს. ელასტინი და კოლაგენი კი ასაკის საწინააღმდეგო ყველა კრემის შემადგენლობაში შედის.

დამატენიანებელი კრემი აუცილებელია კანის სირბილისა და სინაზის შესანარჩუნებლად. მკვებავი კრემი შემადგენლობაში, რომელიც უფრო მკვრივი და სქელია, უმთავრესად ორგანული მჟავები და ვიტამინები შედის. დამცავ კრემს მაშინ იყენებენ, როდესაც მავნე ფაქტორებისგან დამცავი სხვა საშუალება, მაგალითად, ხელთათმანები, არ აქვთ. კრემი კანზე თხელ აპკს წარმოქმნის და ამგვარად იცავს. დამარბილებელი კრემის გამოყენება სასურველია, როცა ხელებზე კანი შრება და სკდება.


30 წლის ასაკის შემდგომ კი ადამიანმა ყოველდღიურად უნდა დაიწყოს ასაკის საწინააღმდეგო ხელის კრემის გამოყენება, რომლის შემადგენლობაშიც შედის კანის სინორჩისა და ელასტიკურობის შემანარჩუნებელი ნივთიერებები. ასევე, კარგია, ხელის ზეთები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი