რჩევები

როგორ უნდა მოუაროთ კანს, რომ ნაადრევად არ დაბერდეს და ახალგაზრდული სხივი შეინარჩუნოს

№45

ავტორი: ანი რევია 11:00 16.11, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სახის მოვლისას თითოეულ ქალს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. თუ ნორმალური კანი გაქვთ, თქვენი მთავარი მიზანია, შეინარჩუნოთ მისი იდეალური მდგომარეობა, რაშიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ხარისხის დამატენიანებელი კრემი დაგეხმარებათ, რომელიც უნდა წაისვათ დღეში ორჯერ – დილას და საღამოს, მას შემდეგ, რაც სახეს დაიბანთ კოსმეტიკური საპნით ან გაიწმენდთ კოსმეტიკური რძით.

თუ გსურთ, კანმა არ დაკარგოს „სხივი“, კვირაში ერთხელ გაიწმინდეთ სკრაბით, რომელიც შეგიძლიათ, შეიძინოთ ან თავად დაამზადოთ სახლში: 1 ჩაის კოვზი შაქრის ფხვნილი, 1 ჩაის კოვზი ნალექიანი ყავა, 1 ჩაის კოვზი მჭადის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი დაფქული „ჰერკულესი“, 1 ჩაის კოვზი ხაჭო, 1 კვერცხი ცილიან-გულიანად, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და 1 ჩაის კოვზი პიტნის ნაყენი კარგად შეაზილეთ ერთმანეთს. თუ ძალიან სქელი და მშრალი გამოვიდა, დაუმატეთ ცოტა პიტნის ნაყენი. წაისვით სახეზე, ყელზე, დეკოლტეზე და წამოწექით. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, თან, დოლბანდის ტამპონით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. ბოლოს წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი.

თუ 40-ს უკვე გადააბიჯეთ, ძილის წინ 1 საათით ადრე, წაისვით მკვებავი. თუ თქვენს კანს არ აქვს ნაკლი და არ საჭიროებს ტონალური კრემით კორექციას, დეკორატიული მაკიაჟის გაკეთების დროს შეგიძლიათ, მხოლოდ პუდრი გამოიყენოთ.

მშრალი კანის შემთხვევაში, იზრუნეთ დატენიანებაზე, რადგან შრეების სიმშრალის გამო, კანი ძალიან თხელია და ნაადრევად იფარება ნაოჭებით. ამიტომ, ყოველდღიურად გამოიყენეთ მსუბუქი კონსისტენციის მქონე, დამატენიანებელი კრემი. ის მომენტალურად შეიწოვება. მშრალი კანის გაწმენდა, უმჯობესია მცენარეული ექსტრაქტით დამზადებული კოსმეტიკური რძით.

თუ დღის განმავლობაში იგრძნობთ სახეზე კანის დაჭიმვას, მიისხურეთ სელენის შემცველი თერმული წყალი.

თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ძილის წინ სახე ნებისმიერი მინერალური წყლით გაიწმინდეთ და წაისვით კანის დამამშვიდებელი მოქმედების მქონე კრემი ან გელი. რაიმე გართულება რომ არ გამოიწვიოს, გამოიყენეთ ჰიპოალერგიული კრემი. შეძენისას შეამოწმეთ, რომ მასში არ უნდა შედიოდეს საღებავები და არომატიზატორები.

კომბინირებული კანისთვის დამახასიათებელია ლოყების სიმშრალე და ცხვირისა და ნიკაპის პრიალი. ამიტომ, უნდა შეარჩიოთ კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც სპეციალურადაა განკუთვნილი პრობლემური და კომბინირებული კანისთვის.

მაკიაჟის ქვეშ საუკეთესო ბაზაა ტონალური კრემი, რომელიც ხსნის კანის სიპრიალეს. ის არ კეტავს ფორებს და კანს უნარჩუნებს სუნთქვის საშუალებას. ძალიან კარგია, თუ კვირაში ერთხელ ან ორჯერ გაიკეთებთ თეთრი თიხის ნიღაბს, რის შემდეგაც კანი აღარ იპრიალებს.

მაკიაჟი მოიშორეთ გელით ან ტონიკით, რომელიც სპირტზე არ არის დამზადებული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა