რჩევები

როგორ უნდა მოამზადოთ სახის გამწმენდი მარტივი და ეფექტური ნიღბები

№29

ავტორი: ანი რევია 10:00 25.07

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

კანი სუნთქავს, რეაგირებს გარემო ფაქტორებზე, ბინძურდება და შედეგად, დროთა განმავლობაში მისი სტრუქტურა იცვლება. ასაკის მატებასთან ერთად, მის შემადგენლობაში იკლებს კოლაგენი და ელასტინი. ეს კი, მის დანაოჭებასა და მოშვებას იწვევს. ამიტომ, საჭიროა მოვუაროთ მას და თუ სპეციალისტთან ვიზიტს ვერ ახერხებთ, ამისთვის დრო ან ფინანსები არ გყოფნით, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ გაიკეთოთ ეფექტური და მარტივი ნიღბები.

* კიტრის წვენი – კარგად წმენდს კანს, ავიწროებს მის ფორებს, კარგი მატონიზებელი საშუალებაა. გათალეთ კიტრი და გახეხეთ. დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და დაიდეთ სახეზე. დაახლოებით, 10 წუთით შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ;

* საფუვრის ნიღაბი – უხდება ცხიმიან და პრობლემურ კანს. 20 გრამ საფუარს შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. დაიდეთ სახეზე 10 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი. თუ კანი ოდნავ შეწითლდა, არ შეგეშინდეთ;

* შვრიის ნიღაბი – კარგად წმენდს სახეს, უხდება მშრალ და კომბინირებული კანს. 1 სადილის კოვზ შვრიას დაასხით თბილი რძე, დაამატეთ ნახევარი ბანანი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მიღებული ფაფა დაიდეთ სახეზე 15 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

* კვერცხის ნიღაბი – 1 კვერცხი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ 6 წვეთი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი. დაიდეთ სახეზე 15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ;

* კარტოფილის ნიღაბი – კარგი გამწმენდი საშუალებაა ცხიმიანი კანისთვის. 1 ცალი კარტოფილი გათალეთ, წვრილად გახეხეთ და დაამატეთ 1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 მწიკვი მარილი. კარგად აურიეთ და წაისვით სახეზე. დაიტოვეთ 15 წუთი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ;

* ბანანის ნიღაბი – ბანანი დასრისეთ და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი ყელის კანსაც უხდება.

* არაჟნის ნიღაბი – არაჩვეულებრივად ერგება ნებისმიერი სახის კანს, ჭიმავს და წმენდს მას. წაისვით სახეზე არაჟანი და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით თქვენი კანისთვის განკუთვნილი, მკვებავი კრემი;

* ყურძნის ნიღაბი – თეთრი ყურძნის მარცვლები კარგად დაჭყლიტეთ და შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ;

* პომიდვრის ნიღაბი – პომიდორი არაჩვეულებრივი გამწმენდი საშუალებაა მოშვებული და უსიცოცხლო სახის კანისთვის. გახეხეთ წვრილ სახეხზე და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 10-15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ამ ნიღბის მოშორების შემდეგ აუცილებელია, სახეზე დამამშვიდებელი, დღის კრემის წასმა.

ამ ნიღბების გაკეთება კარგია კვირაში ერთხელ მაინც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა