რჩევები

როგორ უნდა გაიახალგაზრდავოთ სახის კანი სახლის პირობებში

№1

ავტორი: ანი რევია 11:00 12.01, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

სახის გასაწმენდად თუ სხვა პროცედურებისთვის სალონებში სიარული საკმაოდ ძვირი ჯდება. თუმცა, არსებობს შინაური საშუალებები, რომლის გაკეთებას ბევრი არც დრო უნდა, არც ფული და შედეგიც შესანიშნავია.

👉პიტნის ლოსიონი გაღიზიანებული, ცხიმიანი და მშრალი კანისთვის: 2 სადილის კოვზ პიტნის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20-30 წუთით და გაწურეთ. დაუმატეთ 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი და ამ სითხით გაიწმინდეთ სახე დილას და საღამოს.

👉 ალოეს გამაახალგაზრდავებელი და ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტი: კვირაში 3-ჯერ გაიწმინდეთ სახის კანი ალოეს წვენით, ხოლო ნაოჭების მოსაცილებლად დაიდეთ ალოეს წვენში დასველებული საფენები მხოლოდ 10 წუთით.

👉ლიმონისა და გლიცერინის ლიფტინგ-ეფექტი: 1 ცალ ლიმონის წვენს დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი გლიცერინი და ნახევარი ჩაის ჭიქა ანადუღარი ცივი წყალი. ეს ნაზავი კარგად წმენდს სახის კანს.

👉ყავის, თაფლის, კვერცხისა და არაჟნის ლიფტინგ-ეფექტი: 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 2 ცალი ათქვეფილი კვერცხის ცილა. აურიეთ, დაიდეთ სახეზე 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

👉ყავისა და თაფლის პილინგი: აურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი დაფქული ყავა, 1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 სადილის კოვზი თაფლი. დაიდეთ სახეზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

👉 მიმიკური ნაოჭებისგან დამცავი ყავის, ნაღებისა და ბანანის ნიღაბი: 1 ცალი ბანანი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნაღები და 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი. დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

👉ყავისა და მარილის სკრაბი პრობლემური კანისთვის: 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი და 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი აურიეთ და წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახეზე. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით საბავშვო კრემი.

👉ვაშლის, რძისა და შვრიის სახის გამწმენდი და დამარბილებელი ნიღაბი: 2 ცალი ვაშლი გახეხეთ, დაუმატეთ 1/4 ლიტრი რძე და 2 სადილის კოვზი დაფქული შვრია. კარგად აურიეთ და სახეზე 15 წუთით გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

👉სტაფილოს, ზეითუნის ზეთისა და სახამებლის მატონიზებელი ნიღაბი: გახეხეთ 2 ცალი სტაფილო, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და ცოტა სახამებელი.

15-20 წუთით გაიჩერეთ სახეზე და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

👉ფორების გასასუფთავებელი და მკვებავი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 1 კვერცხის ცილა და ორი სადილის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ, დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი შვრია. მიღებული მასა სქლად წაისვით სახესა და ყელზე და 20 წუთის მერე ჩაის ღია ნაყენით ჩამოიბანეთ.

👉კიტრის დამარბილებელი და მკვებავი ნიღაბი: სამი სადილის კოვზ კიტრის წვენს დაამატეთ 3 სადილის კოვზი სპირტი. აურიეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ, შემდეგ კი მასში დაასველეთ დოლბანდი და დაიდეთ სახეზე 15 წუთის განმავლობაში.

👉დამამშვიდებელი და გამამკვრივებელი ნიღაბი მშრალი კანისთვის: სამი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი გახეხეთ, დაუმატეთ ერთი მესამედი ლიტრი თბილი რძე და 1 კვერცხის ცილა. აურიეთ და შეათბეთ. წაისვით თბილი სახესა და კისერზე. ნახევარი საათის მერე ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი