რჩევები

როგორ უნდა დაიტენიანოთ გარუჯული სხეული

№30

ავტორი: ანი რევია 11:00 04.08, 2022 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

მზის სხივების მიღება აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, მათი საშუალებით კანი გამოიმუშავებს D ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმის ათვისებაში. რუჯი კარგია, თუმცა ზომიერება აქაც აუცილებელია, რადგან მზის აბაზანების გადაჭარბებულმა მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს კანის უჯრედების – კერატონოციტების, დაბერება, დნმ-ის სტრუქტურის რღვევა და შედეგად ამ უჯრედების კვდომა. გასათვალისწინებელია, ასევე მზის ზემოქმედება კანზე, თმასა და ფრჩხილებზე. მზის სხივების ჭარბი ზეგავლენის შედეგად კანი შრება, ჩნდება ჭორფლი და პიგმენტური ლაქები, იკლებს ელასტიკურობა, თმა იფიტება და მისი ბოლოები იყოფა, მატულობს ფრჩხილების მტვრევადობა.

გთავაზობთ, რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ:

👉დაიტენიანეთ კანი – წინასწარ მოამზადეთ კანი მზის აბაზანებისთვის. შხაპის მიღების დროს, სკრაბის მეშვეობით, მოიშორეთ კანის მკვდარი უჯრედები და აუცილებლად დაიტენიანეთ კანი სპეციალური საშუალებებით;

👉აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები. ნუ დაგავიწყდებათ, ღია ფერის კანს გაცილებით უფრო ძლიერი დაცვა სჭირდება, ვიდრე შედარებით მუქს. არჩევანი, წყალგამძლე დამცავებზე შეაჩერეთ. გახსოვდეთ, მზისგან დაცვა არა მარტო კანს თქვენს თმასა და ტუჩებსაც სჭირდებათ, თან, იქონიეთ ქუდი და ბალზამი;

👉 ერთფეროვანი ნამზეური რომ მიიღოთ, რუჯის მიღების დროს ხშირად შეიცვალეთ მდგომარეობა. თუ ერთ ადგილზე გაჩერება გიჭირთ, მაგრამ გარუჯვა ძალიან გინდათ, გირჩევთ, სცადოთ ენერგიული მუსიკის თანხლებით სანაპიროზე საცურაო კოსტიუმით სეირნობა. შედეგად თქვენ მიიღებთ სასიამოვნო განწყობას, ლამაზ ნამზეურსა და ტონუსში მოყვანილ სხეულს;

👉რუჯის მიღების დროს აუცილებელია, დალიოთ ბევრი წყალი, ხშირად გაგრილდით აუზში ან ზღვაში. არ დაგავიწყდეთ პერიოდული შესვენება და ჩრდილში გადანაცვლება, ეს შეამცირებს დამწვრობის მიღების რისკს და რუჯს გაცილებით უფრო ერთფეროვანს გახდის. დაიტენიანეთ კანი, მზის აბაზანების შემდეგაც. უპირატესობა მიანიჭეთ ალოეს ბაზაზე მომზადებულ საშუალებებს;

👉თანაბარი შეფერილობისა და ხანგრძლივი ეფექტის შენარჩუნებისთვის მიიღეთ ნუტრიკოსმეტიკური საშუალებები, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზმის შიგნიდან დატენიანებასა და ყველა საჭირო ნივთიერებებით გამდიდრებას, ასევე, შეამცირებს როგორც კანის, ასევე თმისა და ფრჩხილების სტრუქტურის დაზიანების რისკს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი