რჩევები

როგორ უნდა დაამზადოთ სახლის პირობებში კბილის ეფექტური მათეთრებელი საშუალებები

№2

ავტორი: ანი რევია 11:00 19.01, 2023 წელი

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

კბილების ფერის ცვლილებას საკვებიდან მიღებული ორგანული თუ არაორგანული საღებავები იწვევს. საღებავი კბილის ზედაპირზე ილექება და დროთა განმავლობაში არასასიამოვნო ელფერს აძლევს. არსებობს კბილის მინანქრის ფერის შემცვლელი რამდენიმე გარეგანი ფაქტორი. მაგალითად, ისეთი პროდუქტების ხშირი მოხმარება, როგორიცაა: ჩაი, ყავა, ნიკოტინი. მართალია, კბილების მათეთრებელი საშუალებები იყიდება, მაგრამ მათი უმეტესობა მინანქრისთვის საზიანოა, კბილებს ათხელებს და ასუსტებს. ამიტომ, სახლის პირობებში დამზადებული კბილის მათეთრებელი საშუალებები ყველაზე კარგი გამოსავალია - ეფექტური და უსაფრთხო.

👉საჭმელი სოდა და ლიმონი – ჩაყარეთ მინის ჭურჭელში ერთი სადილის კოვზი სოდა, დაასხით ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ. მასა ჯერ აქაფდება, შემდეგ კი ჟელესებური გახდება. ამოავლეთ მასში კბილის ჯაგრისი და გაიხეხეთ კბილები. ეს რეცეპტი განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვინც ბევრ ყავასა და ჩაის სვამს, ეწევა სიგარეტს... კბილებზე გაჩენილ მოყვითალო ნადებს სოდისა და ლიმონის ნარევი მარტივად და ძალიან ეფექტურად მოაცილებს.

👉 ნახშირი ათეთრებს კბილის ემალს: 2 აბი აქტივირებული ნახშირი გახსენით ცოტა წყალში. მასა უნდა გამოვიდეს სქელი, დაახლოებით კბილის პასტის კონსისტენციის. ამოავლეთ კბილის ჯაგრისი მიღებულ მასაში და 2 წუთის განმავლობაში ნაზად იხეხეთ კბილები. შემდეგ, გამოივლეთ წყალი და კვლავ გაიმეორეთ პროცედურა. შეეცადეთ, ნახშირის ნამცეცები არ დაგრჩეთ კბილებში. ნახშირს გემო თითქმის არ აქვს და პროცედურა არანაირ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. შეგიძლიათ, უბრალოდ, ჩაღეჭოთ ნახშირის აბი, შემდეგ კი გაიხეხოთ კბილები ჯაგრისითა და პასტით. ან კბილის პასტას დააყაროთ დაფხვნილი ნახშირი და ასე გაიხეხოთ კბილები. გამოიყენეთ აქტივირებულ ნახშირი და უკვე, მესამე პროცედურის შემდეგ, აშკარა ეფექტს შეამჩნევთ. გაითვალისწინეთ, რომ ნახშირით კბილების გათეთრების პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ 7-10 დღეში ერთხელ და სიხშირე დამოკიდებულია კბილების მინანქრის მდგომარეობასა და მგრძნობელობაზე.

👉საკვები სოდა და წყალი – აურიეთ ერთი კოვზი საკვები სოდა და ცოტა წყალი ისე, რომ პასტის კონსტიტენცია მიიღოთ და კბილები ამ ნარევით გაიხეხეთ. დატოვეთ 10 წუთის განმავლობაში და ეცადეთ, არ გადაგეყლაპოთ. შემდეგ კბილები თბილი წყლით გაისუფთავეთ. 5 წუთის მერე კი ჩვეულებრივი კბილის პასტით გაიხეხეთ.

👉საკვები სოდა და კბილის პასტა – შეურიეთ ცოტა კბილის პასტა საკვებ სოდას. გაიხეხეთ კბილები ამ ნარევით და ბოლოს თბილი წყალი გამოივლეთ.

👉ვაშლის ძმარი – ჭიქაში ჩაასხით ცოტა ძმარი და გამოივლეთ კბილებში ისე, რომ არ გადაგეყლაპოთ. შემდეგ, თბილი წყალი გამოივლეთ.

👉ვაშლის ძმარი და საკვები სოდა – კარგად აურიეთ ერთმანეთში ცოტა ვაშლის ძმარი და საკვები სოდა, სანამ არ მიიღებთ კბილის პასტის მსგავს ნარევს. კბილებზე წაისვით და დაიტოვეთ 5 წუთით. შემდეგ თბილი წყალი გამოივლეთ და ჩვეულებრივი კბილის პასტით გაიხეხეთ.

👉მარწყვი – დღეს ამ კენკრის შეძენა სუპერმარკეტებში წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. მარწყვი გაჭერით შუაზე, დაისრისეთ კბილებზე და დაელოდეთ 5 წუთი. შემდეგ გაიხეხეთ კბილები ჩვეულებრივი კბილის პასტით.

👉ბანანის ქერქი – დაისრისეთ ქერქი კბილებზე 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი თბილი წყალი გამოივლეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი