რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი და ჯანსაღი ფრჩხილები

№17

ავტორი: ანი რევია 11:00 08.05

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

მოვლილი ფრჩხილი მხოლოდ ფერად-ფერადი ლაქის წასმას არ გულისხმობს. ფრჩხილებს სჭირდება სწორი მოვლა, რაც მათ სილამაზესა და სიმტკიცეს უზრუნველყოფს. ლაქის ნარჩენები მოიშორეთ ისეთი სითხით, რომელიც არ შეიცავს აცეტონს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრჩხილი გამოშრება. წაუსვით საპონი კბილის ჯაგრისს და ფრთხილად დაამუშავეთ ფრჩხილები, რათა ფრჩხილის გარშემო კანი გაათავისუფლოთ მკვდარი, გაუხეშებული უჯრედებისგან. ფრჩხილის გასასუფთავებლად, არასოდეს იხმაროთ ლითონის იარაღი. კვირაში ერთხელ, აბაზანის მიღების შემდეგ, ხის ჩხირით ნაზად გაწიეთ ნუნები უკან. შემდეგ კი დაიმასაჟეთ ხელის კრემით ან ნუნების ლოსიონით. გახსოვდეთ, რომ ფრჩხილის მოვლის იარაღების დეზინფექცია სახლის პირობებშიც აუცილებელია. ყოველი ხმარების შემდეგ გარეცხეთ ისინი საპნითა და წყლით. ლაქის წასმამადე გამოიყენეთ გამჭვირვალე, დამცავი ბაზა, რომელიც იცავს ფრჩხილს ლაქისგან და იმავდროულად, ლაქის ფერს უფრო მკვეთრს ხდის. ფრჩხილის ლაქის შეძენისას კი აუცილებლად დააკვირდით მასში შემავალ ნივთიერებებს. ზოგიერთი ლაქი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინებს შეიცავს, ისინი უკარგავენ ფრჩხილს ბზინვარებას, იწვევენ დაყოფას და მტვრევას. არ არის სასურველი, ლაქი მუდმივად გესვათ, რადგან ეს უარყოფითად მოქმედებს, აშრობს, ფერს უცვლის და ასუსტებს ფრჩხილებს.

დღეს პოპულარობით სარგებლობს შილაკის გელით ფრჩხილის დაფერვა. ეს ქალბატონებს საქმესაც უიოლებს, გარკვეული დროის განმავლობაშიც არ ზიანდება და ლამაზადაც გამოიყურება. თუმცა, შილაკის გელი და ზოგადად, ფრჩხილის ლაქი, ფრჩხილს აზიანებს. ლაქის ხშირი გამოყენებისას ფრჩხილი ყვითლდება, მასზე ჩნდება მუქი ზოლები, ხდება მტვრევადი და სუსტდება. მაგრამ, თუ გსურთ, ლაქიც გამოიყენოთ, მაგრამ ჯანსაღი და ლამაზი ფრჩხილებიც შეინარჩუნოთ, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

* საკვები სოდა – ათეთრებს და აძლიერებს ფრჩხილებს. ჩაასხით ჯამში თბილი წყალი, ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი სოდა და ჩაალბეთ ხელები. ეს აბაზანა ხელის კანსაც უხდება, მას ნაზსა და გლუვს ხდის;

* იოდი გაყოფილი და მტვრევადი ფრჩხილების გამაგრებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თვეში ერთხელ მაინც დაასვენოთ ფრჩხილები. ნუ წაისვამთ ლაქს, ამის მაგივრად კი ღამით იოდის თხელი ფენა გადაისვით. გაიმეორეთ თვეში ორჯერ და ფრჩხილებს სიმაგრესა და სიჯანსაღეს შეუნარჩუნებთ;

* სოდის, მარილისა და იოდის აბაზანა – შეათბეთ წყალი, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი სოდა, 1 სადილის კოვზი მარილი და 5 წვეთი იოდი. ჩაალბეთ ხელები 15 წუთის განმავლობაში. ფრჩხილების შეფერილობა შეიცვლება, კერძოდ, გათეთრდება, გაქრება არა მარტო სიყვითლე, არამედ ლაქები და შავი ზოლებიც. ამ აბაზანის დახმარებით, მუდმივად შეინარჩუნებთ ჯანსაღ და ლამაზ ფრჩხილებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა