როგორ მოუაროთ ცხიმიან თმას მარტივი პროცედურებით
ავტორი: ანი რევია 11:00 12.12
თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, ამის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს. თმაში ცხიმიანობის მომატებას იწვევს თავის კანში ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობა, ჰორმონული დარღვევები, საჭმლის მონელების, არასწორი კვებისა და სხვა პრობლემები. თუმცა, არსებობს ბევრი საშუალება, რომლებიც ამ პრობლემას მოგიგვარებთ და თქვენს თმას ბზინვარებასა და სიჯანსაღეს დაუბრუნებს.
გამოიყენეთ შამპუნი ცხიმიანი თმისთვის. შამპუნის ეფექტურობის ხარისხი გაიზრდება მაშინ, თუ თმაში 5 წუთის განმავლობაში შეიზელთ და შემდეგ ჩამოიბანთ. არ გამოიყენოთ კონდიციონერი, რომელიც ზეთს შეიცავს. მავნებელია ცხიმიანი თმის ძალიან ცხელი წყლით დაბანა. სითბო უფრო აძლიერებს ცხიმიანობას და ძლიერდება ცხიმის ჯირკვლების მუშაობაც. გთავაზობთ უმარტივეს რჩევებს ცხიმიანი თმის მოსავლელად, რაც ამ პრობლემას მოგიგვარებთ:
* თავის ცხიმიანი კანი ლიმონის წვენით გაიწმინდეთ. ეს აშრობს და აცილებს ცხიმს;
* 2 სადილის კოვზ ლიმონის წვენს შეურიეთ ნახევარი ჭიქა არაყი და დღეგამოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა;
* დაბანამდე 2-3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი;
* დაბანამდე 1 საათით ადრე, თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლის ნაყენი. შეიძლება, დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენის დღეგამოშვებით გამოყენებაც;
* ცხიმიანი თმისთვის კარგია კვერცხის გული. რადგან ის შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას. კვერცხის გულში შეურიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი სპირტი და წყალი. შეიზილეთ თავის კანზე პირველი ჩამობანის შემდეგ და გაიჩერეთ 10 წუთით. შემდეგ კი, ჩამოიბანეთ;
* 1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შეიზილეთ თავის კანზე და გაიჩერეთ გახმობამდე. შემდეგ, ჩამოიბანეთ;
* 3 სადილის კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ 1 ლიტრ წყალში 15 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თავზე, თან, შეიზილეთ თმის ძირებში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან