რჩევები

ყურძნის დიეტა

№37

ავტორი: ანი რევია 11:00 21.09

დიეტა
დაკოპირებულია

ყურძენი მდიდარია გლუკოზით, რომელიც სისხლის შემადგენლობას აუმჯობესებს, კარგია გულის უკმარისობის დროს და სასუნთქი გზების დაავადებისას. ასევე, ის შეიცავს ორგანულ მჟავებს, რკინას, ალუმინს, A, B და C ვიტამინებს, ფერმენტებსა და ფიტონციდებს. აგრეთვე, მდიდარია ბიოტინებით, რომელიც სასარგებლოა კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის. აუმჯობესებს მადას და აწესრგებს ძილს, აძლიერებს იმუნურ სისტემას და ებრძვის ინფექციებს.

ყურძნის დიეტა სამდღიანია და ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ ორ კილოგრამზე მეტი დაიკლოთ, იმავდროულად, ენერგიით აივსოთ და ორგანიზმი შლაკებისგან გაიწმინდოთ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ამ დიეტის დროს შავი ყურძენი არ გამოგადგებათ და ის უნდა გამორიცხოთ.

ასევე, თუ გაქვთ ჭარბ წონასთან დაკავშირებული პრობლემები, ქრონიკული ჰიპერტონია, დიაბეტი ან კუჭის წყლული, ამ დიეტას თავი უნდა აარიდოთ.

პირველი დღე

მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ ნახევარი კილოგრამი ყურძენი, 100 გრამი ხაჭო და 50 გრამი შავი შოკოლადი.

მეორე დღე

დღის განმავლობაში მიირთვით 1,5 კილოგრამი ყურძენი, 100 გრამი მაწონი, 1 ცალი ბანანი.

მესამე დღე

დღის განმავლობაში მიირთვით 2 კილოგრამი ყურძენი და 100 გრამი ხაჭო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი