რჩევები

რატომ უნდა გარეცხოთ ყოველდღიურად მაკიაჟის ფუნჯები და გაიკეთოთ ორთქლის აბაზანები

№1

ავტორი: ანი რევია 10:00 12.01, 2021 წელი

სახის მოვლა
დაკოპირებულია

 როგორ მოვუაროთ სახის კანს? საინტერესო რჩევები თბილისელებისგან“👇

მაკიაჟის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა გარეცხოთ ფუნჯი, ვინაიდან ის ბაქტერიების ყველაზე სწრაფი გადამტანია და კანის სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიზეზიც კი შეიძლება, გახდეს.


თუ გინდათ, თავიდან აიცილოთ სახის კანის პრობლემები, ფორების შემცირებაზე უნდა იზრუნოთ. ამისთვის კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია ორთქლის პროცედურები, რომელსაც სახლის პირობებში მარტივად გაიკეთებთ:

წამოადუღეთ წყალი, დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, ლავანდა ან როზმარინი. თუ პრობლემური კანი გაქვთ, მაშინ გამოიყენეთ ჩაის ხის კარაქი, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ. გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და მიუშვირეთ სახე ორთქლს. ეს კანის ფორების გაფართოების ეფექტური საშუალებაა და შედეგად, კანიც დაგიტენიანდებათ. ორთქლის აბაზანის შემდგომ, გამოიყენეთ სკრაბი ან გაიკეთეთ პილინგი.


მართლია, ზამთრის პირობებში არასასიამოვნოა ცივი ყინულის კუბის სახეზე წასმა, მაგრამ ის, კანის პირველი მშველელია. ტემპერატურების კონსტრასტი ტონირებას უწყობს ხელს და შედეგად ფორები ვიწროვდება.


უნდა გაითვალისწინოთ, რომ რძის პროდუქტები და ზოგადად, რძე ხელს უწყობს სახეზე გამონაყრისა და ფორების წარმოქმნას. შესაბამისად, უმჯობესია, თუ კვების რაციონიდან რძის შემცველ პროდუქტებს თანდათან ამოიღებთ.

სახის კანის ფორები გენეტიკური პრობლემაა, თუმცა არსებობს საშუალებები, რომლებიც ფორების შევიწროებას უწყობს ხელს და იმავდროულად, კანის მდგომარეობის გაუმჯობესებასაც იწვევს.


სახის კანის ფორების ვიზუალურ შემცირებაში ხელს შეგიწყობთ წყალი ანუ სახის ხშირი დაბანა, რაც სახის კანის დატენიანებაშიც დაგეხმარებათ. საკმაოდ ეფექტურია სახის გამწმენდი გვირილის ლოსიონებსა და მცენარეულ ექსტრაქტებზე დამზადებული საშუალებების გამოყენებაც.


პრაიმერი თქვენს კანზე არსებულ ფორებსა და უსწორმასწორო ზედაპირს თანაბარს გახდის და შედეგად, ტონალური საცხის წასმა უფრო ეფექტური იქნება.


ხშირად გამოიყენეთ დამატენიანებელი საცხი, ვინაიდან თქვენს კანს მუდმივად ესაჭიროება მოვლა და ყურადღება. კანი გამოყოფს ცხიმოვან საფარს, რის შედეგადაც სახის კანი პრიალებს, რაც არ არის სასიამოვნო სანახავი. შესაბამისად, დამატენიანებლის ხშირი გამოყენებით თავიდან აიცილებთ ცხიმოვან, პრიალა საფარს და მიიღებთ სასიამოვნოდ დატენიანებულ კანს.


გაიკეთეთ პილინგი – კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ კანის გლობალურად გაწმენდის პროცედურა. პილინგის საშუალებით გაწმენდთ კანს მკვდარი უჯრედებისგან და შენიშნავთ, როგორ გამოგიცოცხლდებათ კანის სტრუქტურა.

ღამის კრემი – შეიძინეთ ისეთი საცხი, რომელიც შეიცავს რეტინოლს, ანუ A ვიტამინს. ა ვიტამინი სახის კანის ფორებს საგრძნობლად შეგიმცირებთ. A ვიტამინის შემცველი საცხი აუცილებლად ღამით უნდა წაისვათ, ვინაიდან ამ პერიოდში კანის მგრძნობელობა იზრდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი