რჩევები

იყავით მიმზიდველი მაკიაჟის გარეშე

№44

ავტორი: ანი რევია 12:00 12.11

ქალური ეშმაკობები
დაკოპირებულია

თუ ქუჩაში გასვლა მაკიაჟის გარეშე გიწევთ, მაშინ ქვემოთ მოყვანილი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ, რომ, მის გარეშეც ფორმაში იყოთ და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ.

* შეეცადეთ, წარბები მუდამ მოწესრიგებული გქონდეთ, რადგან მაკიაჟის გარეშე ყურადღების ცენტრში სწორედ წარბები ექცევა. წარბებს, სახის ფორმის შეცვლაც კი შეუძლია. თუ წარბებს იღებავთ, აუცილებლად ისეთი ფერი შეარჩიეთ, რომ თქვენი თმის ფერს იდეალურად ეხამებოდეს. თუ თხელი წარბები გაქვთ, ყოველდღიურად აბუსალათინის ზეთი და ვიტამინი A შეიზილეთ. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, თქვენი წარბების ტრანსფორმაციას აუცილებლად დაინახავთ;

* იმისთვის, რომ თვალები უფრო ფართო გამოჩნდეს, წამწამები სპეციალური მოწყობილობით აიპრიხეთ და შემდეგ წაისვით გელი. ასე მას მეტ მოცულობას შესძენთ. მოიცილეთ თვალების ქვემოთ მუქი წრეები. ეს შეიძლება, ალერგიის ან არასათანადო კვების ბრალი იყოს. შესაძლოა, ორგანიზმში რკინის ან B ვიტამინის ნაკლებობაცაა. აირჩიეთ კრემი, რომელიც თვალების გარშემო კანს უფრო ნათელ ფერს მისცემს. შეგიძლიათ, პიტნის ან მწვანე ჩაის ცივი კომპრესიც გაიკეთოთ;

* თეთრი კბილები უფრო მიმზიდველს გაგხდით, ამიტომ აირჩიეთ ისეთი კბილის პასტა, რომელიც კბილებს გაათეთრებს და ღრძილების ჯანმრთელობასაც შეუწყობს ხელს. თუ თქვენი კბილების ბუნებრივი ფერი ნაცრისფერი ან ყავისფერია, პროფესიონალურ გათეთრებას უნდა მიმართოთ;

* მეტი მიმზიდველობა მიეცით ტუჩს. წაისვით სპეციალური ბალზამი, ზეითუნის ზეთი ან სხვა ნებისმიერი საშუალება, რომელიც ტუჩებს უფრო რბილსა და ელასტიკურს გახდის. კვირაში ერთხელ კბილის ჯაგრისით გაიკეთეთ მასაჟი, შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი.

* აირჩიეთ უბრალო ვარცხნილობა და ბუნებრივი ფერი. განსაკუთრებული ექსპერიმენტები თქვენს ბუნებრივ, უმაკიაჟო სახესთან შეუსაბამო იქნება. რეგულარულად მოიჭერით თმის ღერების დაყოფილი ბოლოები. ქოქოსის ზეთი თქვენს თმას ბრწყინვალებას შეჰმატებს. იზრუნეთ, რომ თმა არ გამოგიშრეთ.

* გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რადგან მზის გამოსხივება ადრეულ ნაოჭებს იწვევს და კანს არასასიამოვნო შესახედაობას აძლევს. ზედმეტი დასხივებით, კანის კიბოს რისკებიც იზრდება. შეეცადეთ, ყოველთვის თან ატაროთ მზისგან დამცავი კრემი.

* აუცილებლად იზრუნეთ კანზე. დღეში ორჯერ დაბანა სავსებით საკმარისია. უფრო სასურველია, თუ ამ პროცედურას, მხოლოდ ძილის წინ ჩაიტარებთ. დილით კი შეგიძლიათ, სახის გამწმენდი რძით, ლოსიონით ან ყინულის კუბით ისარგებლოთ. ნუ გაიხეხავთ სახეს. გაიკეთეთ სახის ნიღბები.

* ძილის საჭირო ხანგრძლივობა 8-9 საათია. საკმარისი ძილი დაგეხმარებათ, რომ ჯანსაღი კანი და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ.

* მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული. ეცადეთ ყოველდღიურად მიიღოთ ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინები და მინერალები. მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტსა და ცხიმიან საკვებს.

* სწორად შეარჩიეთ ფერები, რადგან ფერის სწორად შერჩევა თქვენს მომხიბვლელობას გაუსვამს ხაზს. ეს ეხება თმას, ტანსაცმელსა და აქსესუარებს. მაკიაჟის გარეშე თქვენი კანი ოდნავ ფერმკრთალი იქნება, ამიტომ მოერიდეთ მეტისმეტად მუქ და ცივ ფერებს. არც თეთრი ფერია იდეალური გადაწყვეტილება. კარგი არჩევანია ლურჯი, ფირუზისფერი, ზურმუხტისფერი და ატმისფერი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი