ერთკვირიანი დიეტა
ავტორი: ანი რევია 12:00 09.11
მკაცრად განსაზღვრული კვების რაციონის გამო, ეს დიეტა დასაშვებია, მხოლოდ წელიწადში ორჯერ და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ.
პირველი დღე
საუზმე: უშაქრო შავი ყავა ან ჩაი.
ლანჩი: 2 მოხარშული კვერცხი, მოშუშული ბროკოლი მცენარეული ზეთით, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი.
სადილი: 200 გრამი მოხარშული თევზი.
მეორე დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 1 ცალი ორცხობილა.
ლანჩი: მოხარშული თევზი, მცენარეული ზეთით შეზავებული ბოსტნეულის სალათა.
სადილი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, 1 ჭიქა კეფირი.
მესამე დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 1 ნაჭერი ორცხობილა.
ლანჩი: მცენარეულ ზეთში შემწვარი 1 ცალი ყაბაყი და 1 ნაჭერი შავი პური.
სადილი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით.
მეოთხე დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი.
ლანჩი: 1 მოხარშული კვერცხი, 3 ცალი მოხარშული ან უმი სტაფილო, 15 გრამი ყველი.
სადილი: ხილის ასორტი – მსხლის, ყურძნისა და ბანანის გარდა.
მეხუთე დღე
საუზმე: 1 ცალი გახეხილი უმი სტაფილო ლიმონის წვენით.
ლანჩი: მოხარშული თევზი, 1 ჭიქა პომიდვრის წვენი.
სადილი: ნებისმიერი ხილი ბანანისა და ყურძნის გარდა.
მეექვსე დღე
საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი.
ლანჩი: 200 გრამი მოხარშული, კანგაცლილი ქათმის ხორცი, სტაფილოს ან კომბოსტოს სალათა.
სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, უმი სტაფილოს სალათა მცენარეულ ზეთთან ერთად.
მეშვიდე დღე
საუზმე: უშაქრო მწვანე ჩაი, 1 ცალი ორცხობილა.
ლანჩი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ხილი.
სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, უმი სტაფილოს, ბოლოკისა და ჭარხლის სალათა მცენარეული ზეთითა და სალათის ფურცლებით.
ყოველი დღის განმავლობაში სვით ლიტრ-ნახევარი წყალი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



