რჩევები

კითხვა-პასუხი

№43

ავტორი: ანი რევია 59 წუთის წინ

გპასუხობთ პროფესიონალი
დაკოპირებულია

კითხვა: ხელოვნური წამწამების დაკვრა ვცადე, მაგრამ ვერ მოვიხდინე. თუ არსებობს ისეთი საშუალება სახლის პირობებში, თავად რომ შევძლო წამწამების დაგრძელება?

პასუხი: ნახევარი ჩაის კოვზ ქოქოსის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი. ჩაალბეთ მასში ბამბის დისკი და კარგად დაიმუშავეთ წამწამები. კვირაში 2 პროცედურა სავსებით საკმარისია, რომ წამწამების ზრდის პროცესი საგრძნობლად დაჩქარდეს.

კითხვა: მზრებზე გამიჩნდა პიგმენტური ლაქები, რაც საკმაოდ არაესთეტიკური შეახედია. არსებობს მისი გაღიავების რაიმე ხალხური საშუალება?

პასუხი: ხახვის წვენისა და ვაშლის ძმრის კომბიანცია ის საშუალებაა, რომელიც ამ კოსმეტიკურ პრობლემას სწრაფად გაუმკლავდება. გაასუფთავეთ და გარეცხეთ ერთი თავი ხახვი, დაჭერით პატარა კუბიკებად, შემდეგ კი მისგან ბლენდერით ფაფა მოამზადეთ. დაუმატეთ 1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი და კარგად გადაურიეთ. ბამბის დისკის გამოყენებით წაისვით ლაქებზე, დაიტოვეთ 30 წუთით და შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ამ პროცედურას ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, ლაქები ზომაში შემცირდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი საერთოდ გაქრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი